Thumbnail

'რთული 2 წელი მქონდა' - ლიანა ჯოჯუა წინადადებებს ელოდება

ქეთო რაზმაძე პროფილის ფოტო
ქეთო რაზმაძე
  • ლიანა ჯოჯუა UFC-ს მებრძოლი აღარ არის, მაგრამ სპორტში გეგმები აქვს
  • 26 წლის სპორტსმენი წინადადებების მოლოდინშია

შერეული ორთაბრძოლების მებრძოლმა ლიანა ჯოჯუამ ინსტაგრამში თავის მომავალთან დაკავშირებით გულშემატკივრის შეკითხვას უპასუხა. როგორც იცით, 26 წლის მებრძოლი გასული წლის ნოემბრიდან UFC-ში აღარ ირიცხება.

როგორც ჯოჯუამ აღნიშნა, ჯერჯერობით ისვენებს და სხვადასხვა ლიგებიდან შეთავაზებებს ელოდება: "ამჟამად ვისვენებ. სხვადასხვა ლიგებიდან შემოთავაზებებისთვის ღია ვარ. რთული 2 წელი მქონდა, ისევე, როგორც ყველას პანდემიის პერიოდში", - უპასუხა გულშემატკივარს ლიანამ.

შეგახსენებთ, რომ 14 ნოემბერს, ტურნირში UFC Fight Night 197, კორტნი კეისისთან გამართული შეხვედრა ლიანამ მსაჯთა ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დათმო, ბრძოლამდე კი აწონვის პროცედურა ვერ გაიარა. მას შემდეგ ჯოჯუა ოქტაგონზე აღარ გასულა.

ლიანა ჯოჯუამ ორი წლის განმავლობაში UFC-ის ეგიდით სულ ოთხი ბრძოლის გამართვა მოასწრო, საიდანაც სამი დათმო და მხოლოდ ერთი მოიგო. მას ერთადერთი გამარჯვება 2020 წლის ზაფხულში, დიანა ბელბიტასთან ჰქონდა. 

კომენტარები

ბოლო ამბები