Thumbnail

ხელბურთი | მარცხი ფინეთში - საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე ვერ გავიდა

ტონიო კრიოგერი პროფილის ფოტო
ტონიო კრიოგერი
  • ფინეთი 30:23 საქართველო
  • ევროპის ჩემპიონატზე ფინელები ითამაშებენ

საქართველოს ხელბურთელთა ნაკრები პლეი-ოფის საპასუხო მატჩში ფინეთის ეროვნულ გუნდთან, სტუმრად 23:30 დამარცხდა და ევროპის ჩემპიონატზე გასვლა ვერ მოახერხა.

თბილისში ფრედ (22:22) დასრულებული შეხვედრის შემდეგ ჩვენს ნაკრებს 7 ხელბურთელი აკლდა. პირველ შეხვედრაში არსებულ დანაკლისს (3 მოთამაშე) კიდევ 4 დაემატა, რამაც საქართველოს გუნდზე უარყოფითად იმოქმედა.

ფინეთში გამართული პირველი ტაიმი მასპინძლებმა 18:12 მოიგეს. მეორე ნახევარში ქართველებმა მასპინძლებს უფრო დიდი წინააღმდეგობა გაუწიეს და მინიმალური სხვაობით დამარცხდნენ - 11:12. შედეგად, ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალურ ეტაპზე ფინეთის ნაკრები ითამაშებს.

კომენტარები

ბოლო ამბები