Thumbnail

'გამორიცხული არაფერია' - რონალდომ შეიძლება მანჩესტერი ზაფხულში დატოვოს

ქეთო რაზმაძე პროფილის ფოტო
ქეთო რაზმაძე
  • კრიშტიანო რონალდოს ირგვლივ ბოლო დროს ბევრი ჭორი ვრცელდება 
  • 36 წლის სუპერვარსკვლავი შესაძლოა იუნაიტედიდან წავიდეს

ამბობენ, რომ ერთ მდინარეში ორჯერ არ შედიან და შესაძლოა, ეს კრიშტიანო რონალდომ საკუთარ თავზე გამოცადოს...

‘სანის’ ინფორმაციით, არ არის გამორიცხული, 36 წლის სუპერვარსკვლავმა მანჩესტერ იუნაიტედი ზაფხულში დატოვოს. ბრიტანულ გამოცემას რონალდოსთან დაახლოებულმა პირმა, რომლის ვინაობა უცნობია, უამბო, რომ კრიშტიანო "ოლდ ტრაფორდზე" არსებული სიტუაციით კმაყოფილი არ არის და გამორიცხული საერთოდ არაფერია.

რონალდო გუნდის საუკეთესო ბომბარდირია, მაგრამ მანჩესტერს პრობლემები აქვს

"ძალიან ბევრი პრობლემაა. კრიშტიანო გრძნობს ზეწოლას და სიტუაციით ძალიან დაძაბულია. მას ნებისმიერ ფასად სურს, რომ მანჩესტერში მისი დაბრუნება წარმატებული იყოს, მაგრამ ასევე აცნობიერებს იმას, რომ გამარჯვება ძალიან რთული იქნება. ასე რომ, ჟორჟე მენდეში სიტუაციაში გარკვევას ცდილობს, რათა გაიგოს, რა პრობლემები არსებობს და როგორ შეიძლება მათი გადაჭრა. თუმცა, გამორიცხული არაფერია", - ირწმუნება ბრიტანული ტაბლოიდის მიერ მოხსენიებული ფეხბურთელთან დაახლოებული წყარო.

შეგახსენებთ, რომ კრიშტიანო რონალდომ მიმდინარე სეზონში მანჩესტერში ჩატარებულ 21 შეხვედრაში 14 გოლი გაიტანა. მას კონტრაქტი კლუბთან 2023 წლის ზაფხულამდე აქვს გაფორმებული. პორტუგალიელ თავდამსხმელს მანამდე ლისაბონის სპორტინგში, მადრიდის რეალსა და ტურინის იუვენტუსში უთამაშია.

კომენტარები

ბოლო ამბები