Thumbnail
  • დინამო თბილისმა ლოკომოტივიდან თორნიკე კირკიტაძე დაიმატა
  • 25 წლის ფეხბურთელმა 2+1 სისტემის კონტრაქტი გააფორმა

დინამო თბილისმა თორნიკე კირკიტაძე დაიმატა, რომელიც ბოლოს თბილისის ლოკომოტივში თამაშობდა. 25 წლის ფეხბურთელმა კლუბთან 2+1-წლიანი კონტრაქტი გააფორმა. აღსანიშნავია, რომ კირკიტაძე დინამო თბილისის 19-წლამდე აკადემიაში თამაშობდა და მთავარ გუნდში ერთი მატჩიც აქვს ჩატარებული (2016 წელს).

"დინამო ჩემთვის საქართველოში ნომერ პირველი კლუბია თავისი ისტორიიდან და ტიტულებიდან გამომდინარე. ვამაყობ, რომ აქ დავბრუნდი და ამ გუნდის მაისურს მოვირგებ. ბედნიერი ვარ, აქ დაიწყო ჩემი საფეხბურთო კარიერა. მინდა, დინამოს დასახული მიზნების მიღწევაში დავეხმარო. მადლობას ვუხდი ხელმძღვანელობას და მთავარ მწვრთნელ კახა ცხადაძეს ნდობისთვის. რამდენადაც სასიხარულოა, იმდენად საპასუხისმგებლოა აქ დაბრუნება. ასეთ პირობებში არ შეიძლება, რომ ყოველდღე 100%-ით არ დაიხარჯო, არ განვითარდე და კლუბს წარმატების მიღწევაში არ დაეხმარო. დინამოში ისეთ ლეგენდებს უთამაშიათ, უბრალოდ არ გაქვს უფლება, რომ ბოლომდე არ დაიხარჯო", - თქვა თორნიკემ.

თორნიკე კირკიტაძემ თბილისის ლოკომოტივში 68 მატჩი ჩაატარა, 9 გოლი გაიტანა და 20 საგოლე პასი მიითვალა. მის კარიერაში ასევე იყო საჩხერის ჩიხურა, ბოლნისის სიონი და რუსთავი.

თორნიკე კირკიტაძე

თორნიკე კირკიტაძის პირველი კომენტარი დინამოში დაბრუნების შემდეგ 🔵⚪️ #FCDT

Posted by FC Dinamo Tbilisi on კვირა, 09 იანვარი, 2022

კომენტარები

ბოლო ამბები