Thumbnail

'მე მხოლოდ 3 რამისთვის ვჩხუბობ' - გიგა ჭიკაძე კატარს ემუქრება

ტონიო კრიოგერი პროფილის ფოტო
ტონიო კრიოგერი

გიგა ჭიკაძისა და კალვინ კატარს შორის ბრძოლის გამართვამდე 1 კვირაზე ნაკლები დრო დარჩა და 'ტემპერატურა' ნელ-ნელა იმატებს. ქართველმა სპორტსმენმა მოწინააღმდეგეს ტვიტერის საკუთარი გვერდიდან მიმართა და შაბათ საღამოს (თბილისის დროით კვირა დილით) საავადმყოფოში გაგზავნას შეჰპირდა.

"მომავალ კვირას UFC-ში ყოფნის პერიოდში ყველაზე რთულ ბრძოლას ჩავატარებ. ამ ბიჭს პატივს ვცემ. მე კი მხოლოდ 3 რამისთვის ვჩხუბობ: ხალხს ფეხის დარტყმით თავი მოვაძრო, ხალხი ჰაერიდან ფეხის დარტყმით გავთიშო, შენ კი ჰოსპიტალში გაგგზავნი. შაბათ საღამოს ამას გავაკეთებ."


გიგა ჭიკაძესა და კალვინ კატარს შორის ბრძოლა თბილისის დროით, 16 იანვარს შედგება. გამარჯვების შემთხვევაში, გიგა UFC-ის ნახევრადმსუბუქი (featherweight) წონის სატიტულო ბრძოლის პრეტენდენტი გახდება და დიდი შანსი ექნება, ალექს ვოლკანოვსკისა და “კორეელ ზომბს” შორის გამარჯვებულს შეხვდეს.

კომენტარები

ბოლო ამბები