Thumbnail

'გოლიათის მკვლელობა' - მესამელიგელმა კემბრიჯმა ნიუკასლი დაამარცხა

გევინ სლეიდი პროფილის ფოტო
გევინ სლეიდი
  • ტრიპიერის საშინელი დებიუტი სენტ ჯეიმსზე
  • კემბრიჯმა ნიუკასლი ასოციაციის თასიდან გამოაგდო

ინგლისის რანგით მესამე ლიგის კემბრიჯ იუნაიტედმა, ასოციაციის თასის ტრადიცია არ დაარღვია და 'გოლიათი მოკლა' - ტერმინი, რომელსაც ამ ტურნირთან მიმართებაში იყენებენ ხოლმე, რადგან ქვედა ლიგების წარმომადგენლებს, პრემიერლიგის გუნდების დამარცხების შანსი ხშირად ეძლევათ ხოლმე.

შეხვედრაში ერთადერთი გოლი, ჯო აირონსაიდმა გაიტანა, რომელიც როგორც BBC წერს, ნიუკასლის ლეგენდის - ალან შირერის დიდი ქომაგი გახლდათ. აირონსაიდმა, ტრიბუნაზე შეკრებილი 5,000-მდე კემბრიჯელი გაახარა და თავის გუნდს მნიშვნელოვანი გამარჯვება მოაპოვებინა.

ნიუკასლმა აირონსაიდის გოლის შემდეგ არაერთი მომენტი შექმნა, მაგრამ გუშინ სენტ ჯეიმსზე კარიერის მატჩი ჩაატარა კემბრიჯელთა მეკარემ - დიმიტარ მიტოვმა, რომელიც ბულგარელია, თუმცა 2013 წლიდან ინგლისში თამშობს (ჩარლტონი, კენვი აილენდი, კემბრიჯი).

"მოტივაცია არ გვაკლდა, ძალიან გვინდოდა მოგება, უბრალოდ დღეს არ გაგვიმართლა..." - ამბობდა მატჩის შემდეგ ნიუკასლის მთავარი მწვრთნელი - ედი ჰაუ. "კემბრიჯის მეკარემ საოცარი ბურთები მოიგერია. მაგრამ უილსონის და გეილის არყოფნა, შეტევაში მაინც გვეტყობა."

კომენტარები

ბოლო ამბები