Thumbnail

NBA-ის ჩემპიონის, მილუოკი ბაქსის ქართველ ახალბედა სანდრო მამუკელაშვილს ბრუკლინ ნეტსის წინააღმდეგ თამაში კარგად გამოსდის. პირველად ეს საზაფხულო ლიგაზე მოხდა, როცა სანდრომ 20 ქულა და 11 მოხსნა მიითვალა. "მამუს" დებიუტი NBA-ში სწორედ ბრუკლინის წინააღმდეგ შედგა - მან საუკეთესო საკალათბურთო ლიგაში პირველი 7 წუთი გააკეთა და პირველი მოხსნა და პასიც მიითვალა. ახლაც, 121:109 მოგებულ შეხვედრაში ქართველმა ფორვარდმა 4-4 ქულა და მოხსნა მიითვალა. ფანებს განსაკუთრებით დაამახსოვრდათ მეტოქის ფარზე მოხსნილი და დამატებული ბურთები. ამ შეხვედრაში ნიუიორკელებმა ვერაფრით შეაჩერეს იანის ანტეტოკუნმპო, ბერძენმა 31 ქულა ჩააგდო.

კევინ დურანტი სანდროს ერთ-ერთი საყვარელი კალათბურთელი იყო, ახლა მამუს მის წინააღმდეგ თამაში უწევს

2022 წლის იანვარში მამუკელაშვილი მოედანზე საშუალოდ 13.7 წუთს ატარებს. ის საშუალოდ 5.7 ქულას და 3.0 მოხსნას აკეთებს. "ტვიტერზე" ბრუკლინის ფანები დარდობდნენ, რომ თითქმის უძლიერესი შემადგენლობით მოთამაშე გუნდს მამუკელაშვილი და სხვა სათადარიგოები ჯობნიანო. 

"საოცარია, როგორ ვერ უნდა გამოიყენო ის უპირატესობა, როცა მოედანზე კეი დი და ჰარდენი გყავს, მოწინააღმდეგე კი სანდრო მამუკელაშვილი და თანასის ანტეტოკუნმპოა", "ვიყოთ პირდაპირები, არავის ეგონა, რომ მამუკელაშვილი შეძლებდა დურანტის წინააღმდეგ დაცვაში თამაშს", "ნეტსის ქილერია, მამუკელაშვილი ისევ მოედანზეა", "მეტოქის ფარზე ძალიან კარგად მუშაობს - სამი მოხსნა დავითვალე შეტევაში", "მამუკელაშვილი გვიგებს, ძალიან გაბრაზებული ვარ", "ბაქსი ისე გვიგებს, რომ კომენტატორი უკვე მამუკელაშვილის ბავშვობაზე გველაპარაკება საქართველოში" - ასეთია ბრუკლინის ფანების ზოგიერთი კომენტარი სოციალურ ქსელში.

გამოკითხვა

ვინ გახდება NBA-ს ჩემპიონი?

  • ბრუკლინი
  • ლეიკერსი
  • მილუოკი
  • გოლდენ სტეიტი
  • იუტა
  • კლიპერსი
  • დენვერი
  • სხვა გუნდი

ნეიტრალური ფანები სანდრო აქებენ: "ამ სეზონში მამუკელაშვილის თამაში მომწონს. ფარქვეშ ის 100%-ით იხარჯება. ძალიან კარგ პასებს აკეთებს და სამქულიანებსაც ისვრის. ის იძულებულია ცენტრის პოზიციაზე დადგეს, მაგრამ ყოველ თამაშში უმატებს". 

ამაღამ, 9 იანვარს (04:00-ზე თბილისის დროით) მილუოკი შარლოტ ჰორნეტს ესტუმრება. სანდროს კვლავ მიეცემა თამაშის შანსი, ცენტრის პოზიციაზე მილუოკის ბობი პორტისის სხვა შემცვლელი ფაქტობრივად არ ჰყავს. 

მილუოკი ბაქსი (სავარაუდო ხუთეული): როდნი ჰუდი, დონტე დივინჩენცო, კრის მიდლტონი, იანის ანტეტოკუნმპო, ბობი პორტისი

კომენტარები

ბოლო ამბები