Thumbnail

სერია A ისევ ცარიელი ტრიბუნებით - იტალიაში ამაზე უკვე მსჯელობენ

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • იტალიის ჩემპიონატის მატჩებზე ფანები შესაძლოა ისევ არ დაუშვან
  • ქვეყნის ჯანდაცვის უწყებაში საკითხზე მსჯელობა დაწყებული აქვთ

იტალიური სერია A-ს მატჩები შესაძლოა ისევ ცარიელი ტრიბუნების ფონზე ჩატარდეს, რისი მიზეზიც ქვეყანაში კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი ვითარებაა. 

ამის შესახებ იტალიური პრესა წერს, რომლიც ცნობით, ქვეყნის ჯანდაცვის უწყებაში უკმაყოფილო არიან იმით, რომ სტადიონებზე შეკრებილი გულშემატკივრები ყოველთვის არ იცავენ პირბადის ტარების წესს.

როგორც ირკვევა, იტალიაში ფანებისთვის სტადიონების სრულ დახურვაზე საუბარი მინისტრთა საბჭოს ბოლო სხდომაზე გაიმართა. საკითხზე მსჯელობენ ფეხბურთის ფედერაციასა და ლიგაში.

შეგახსენებთ, რომ კორონავირუსული ინფექციის გამო, 2020 წლის მარტში სერია A-ს სეზონი სულაც შეაჩერეს. იმავე წლის ივნისში სეზონი განახლდა, მაგრამ მატჩები ცარიელი ტრიბუნების თანხლებით იმართებოდა. 

იტალიის 2021/22 წლების ჩემპიონატის სატურნირო ცხრილს მილანის ინტერი ლიდერობს, რომელმაც 19 შეხვედრაში 46 ქულა მოიპოვა. სამეულში ასევე არიან მილანი (45) და ნაპოლი (40).

კომენტარები

ბოლო ამბები