Thumbnail
  • უელსის ნაკრებს მუნდიალზე გასასვლელად პლეი ოფის მოგება სჭირდება
  • გარეთ ბეილმა შესაძლოა კარიერა 2022 წლის ზაფხულში დაასრულოს

უელსის ეროვნული ნაკრები 2022 წლის კატარის მსოფლიოს ჩემპიონატზე გასასვლელად პლეი ოფში იბრძოლებს. უელსის მეტოქე ავსტრიის ნაკრებია, რომელსაც კარდიფში მარტში დაუპირისპირდება, ხოლო გამარჯვების შემთხვევაში გადამწყვეტ მატჩს უკრაინასა და შოტლანდიას შორის გამარჯვებულთან გამართავს.

უცხოურ პრესაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, იმ შემთხვევაში თუ უელსის ეროვნული ნაკრები კატარის მუნდიალზე გასვლას ვერ შეძლებს, გუნდის ერთ-ერთი მთავარი ვარსკვლავი გარეთ ბეილი საფეხბურთო კარიერის დასრულებაზე სერიოზულად დაფიქრდება.

გარეთ ბეილს მადრიდის რეალთან კონტრაქტი 2022 წლის ზაფხულში ეწურება

32 წლის ფეხბურთელს მადრიდის რეალთან კონტრაქტი მომავალ ზაფხულს უმთავრდება. თითქმის დადასტურებულია, რომ უელსელი "სამეფო კლუბთან" ახალ ხელშეკრულებას არ გააფორმებს და იგი მადრიდულ კლუბს დატოვებს. უელსის მუნდიალზე ვერგასვლის შემთხვევაში, შესაძლოა, ბეილმა კარიერაც დაასრულოს.

რა მოხდება, თუ უელსი მსოფლიოს ჩემპიონატზე გავა? პრესაში ვარაუდობენ, რომ ამ შემთხვევაში ბეილი მზად არის, 6-თვიანი კონტრაქტი გააფორმოს პრემიერლიგის ან ჩემპიონშიპის რომელიმე კლუბთან, რათა მუნდიალს კარგ ფორმაში შეხვდეს.

შეგახსენებთ, რომ 2022 წლის მსოფლიოს ჩემპიონატი ზაფხულის ნაცვლად ნოემბერ-დეკემბერში გაიმართება. სწორედ ამიტომ სურს მოკლე ხელშეკრულება ბეილს. ვარაუდობენ, რომ თუ იგი ჩემპიონშიპში თამაშს გადაწყვეტს, მაშინ ის რომელიმე უელსულ კლუბში, სუონსიში ან კარდიფში გადავა.

კომენტარები

ბოლო ამბები