Thumbnail

'მარტში შეგხვდები' - გიგა ჭიკაძეს ვოლკანოვსკისთან სატიტულო ბრძოლა სურს

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • გიგა ჭიკაძე მზადაა, ნახევრადმსუბუქ წონის მოქმედ ჩემპიონს შეხვდეს
  • UFC-ის ქართველი და ავსტრალიელი მებრძოლების მიმოწერა ტვიტერზე

UFC-ის ქართველი მებრძოლი გიგა ჭიკაძე მზადაა, ნახევრადმსუბუქ წონის მოქმედ ჩემპიონს, ავსტრალიელ ალექსანდრ ვოლკანოვსკის დაუპირისპირდეს და ამის სურვილს კვლავაც გამოთქვამს. 

მანამდე ცნობილი გახდა, რომ ვოლკანოვსკისთან ბრძოლის ჩატარებაზე უარი ტრავმის გამო მაქს ჰოლოუეიმ თქვა. ეს შეხვედრა ტურნირში UFC 272 უნდა გამართულიყო, რომელიც 5 მარტს არის დაგეგმილი. ორგანიზაცია ავსტრალიელისთვის ახალი მეტოქის მოძიებით არის დაკავებული, თავად ვოლკანოვსკის კი "კორეელ ზომბისთან", ჩენ სონ ჯონთან დაპირისპირება სურს.

UFC-ში დაუმარცხებელ ქართველ მებრძოლს სატიტულო ბრძოლის მიღება სურს

"კორეელო ზომბი", მოდი გავაკეთოთ ეს!"- დაწერა ვოლკანოვსკიმ ტვიტერში თავის გვერდზე, რასაც ქართველი მებრძოლიც გამოეხმაურა. 

"აჰაჰა", - დაუკომენტარა ვოლკანოვსკის ჭიკაძემ, რომელსაც 16 იანვარს, ლას ვეგასში, ტურნირში UFC Vegas 46 მნიშვნელოვანი შეხვედრა ელის ამერიკელ კელვინ კატართან.

"დიდი პატივისცემის მიუხედავად, ბრო, მაგრამ შენ მომდევნო კვირაში რეიტინგში მეხუთე ადგილისთვის უნდა იბრძოლო. მომავალ შეხვედრამდე", - უპასუხა ავსტრალიელმა. 

"მარტში შეგხვდები", - დაუწერა ჭიკაძემ, რომელმაც თემასთან დაკავშირებით პოსტი საკუთარ ტვიტერზეც გამოაქვეყნა. 

"მან (ვოლკანოვსკიმ) დანა უაითს უთხრა, რომ ჩემ გარდა ნებისმიერს ეჩხუბება. მთელი ცხოვრება ფულს პატარა კაცების დანოკაუტებაში ვშოულობდი, მაგრამ ნოკაუტში ისეთი ლილიპუტი ჯერ არ გამიშვია, რომელიც სტეროიდებს იღებს. თაღლითო!"

გიგა ერთადერთი არაა, ვინც ალექსანდრთან დაპირისპირების სურვილი ღიად გამოთქვა. მის წინააღმდეგ მარტში ოქტაგონზე გასვლა მექსიკელ იაირ როდრიგესსა და ამერიკელ ჯოშ ემეტსაც სურთ.

33 წლის გიგა ჭიკაძე UFC-ში 2019 წლიდან გამოდის და ამ ორგანიზაციის ეგიდით ჩატარებული შვიდივე ორთაბრძოლა მოიგო. ქართველი მებრძოლი ამჟამად ნახევრადმსუბუქი წონის რეიტინგში მე-8 პოზიციაზეა. კელვინ კატართან (5) გამარჯვების შემთხვევაში, გიგას რეიტინგის ხუთეულში მოხვედრა გარანტირებული აქვს.

კომენტარები

ბოლო ამბები