Thumbnail

ესპანელი ცენტრფორვარდის ნაცვლად სურთ - ზივზივაძით პოლონური კლუბი დაინტერესდა

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი
  • 27 წლის ბუდუ ზივზივაძე შესაძლოა, უნგრეთიდან პოლონეთში გადავიდეს
  • შლიონსკის ერიკ ექსპოსიტო ვენეციას სურს

პოლონური წყაროების მტკიცებით, ექსტრაკლასას კლუბი ვროცლავის შლიონსკი საქართველოს ნაკრების ფორვარდ ბუდუ ზივზივაძით არის დაინტერესებული. "მას მერე, რაც გუნდი ერიკ ექსპოსიტოს გაყიდის, ვროცლავში მის ნაცვლად ბუდუ ზივზივაძის აყვანა სურთ, რომელიც უნგრულ ფეჰერვარში თამაშობს".

25 წლის ესპანელი ცენტრფორვარდი შლიონსკში ლას პალმასიდან გადავიდა. ამ სეზონში ექსპოსიტოს 18 მატჩში 9 გოლი აქვს გატანილი. ესპანელს ვენეცია ეპატიჟება. ამ სეზონში ზივზივაძემ 12 მატჩში 2 გოლი და 2 საგოლე პასი მიითვალა. მას კენან კოდროსა და ნემანია ნიკოლიჩის კონკურენციის დაძლევა უწევს. 

კომენტარები

ბოლო ამბები