Thumbnail

ზინედინ ზიდანი ბრუნდება და პარი სენ-ჟერმენის მწვრთნელი გახდება

ქეთო რაზმაძე პროფილის ფოტო
ქეთო რაზმაძე
  • ზინედინ ზიდანი დიდი ალბათობით, პსჟ-ს მწვრთნელი გახდება
  • ფრანგმა სპეციალისტმა პარიზული კლუბი ზაფხულში უნდა ჩაიბაროს

პარი სენ-ჟერმენის მთავარი მწვრთნელი მომდევნო სეზონში შესაძლოა ზინედინ ზიდანი გახდეს. ინფორმაციას RMC Sport-ის რეპორტიორი დანიელ რიოლო ავრცელებს.

ფრანგი სპეციალისტი გასული წლის ზაფხულიდან მოყოლებული უმუშევარია და პსჟ-ს აქამდეც არაერთხელ დაუკავშირეს. აღსანიშნავია, რომ რიოლო ის ჟურნალისტია, რომელმაც ლიონელ მესი პსჟ-ს ჯერ კიდევ 2020 წლის დეკემბერში დაუკავშირა.

წყაროს ცნობით, არც ის არის გამორიცხული, რომ ზიდანმა კილიან მბაპე, რომელსაც კონტრაქტი 6 თვეში ეწურება, პარიზში დარჩენაზე დაიყოლიოს. თუმცა, თუ ეს არ მოხდება, ზიზუ მაინც თანახმაა, რომ ფრანგული კლუბი ჩაიბაროს.

შეგახსენებთ, რომ პარი სენ-ჟერმენს 2021 წლის იანვრიდან მაურისიო პოჩეტინო ავარჯიშებს, მაგრამ არგენტინელი სპეციალისტის გუნდიდან შესაძლო წასვლაზე ცნობები აქამდეც არაერთხელ გავრცელებულა. რაც შეეხება ზიდანს, მას სამწვრთნელო კარიერაში მხოლოდ მადრიდის რეალში, მაგრამ ძალიან წარმატებულად უმუშავია.

კომენტარები

ბოლო ამბები