Thumbnail

ნგანუ V ფიური - ბრიტანელს ბრძოლის ჩატარება MMA-ს ხელთათმანებით სურს

გევინ სლეიდი პროფილის ფოტო
გევინ სლეიდი
  • 'კრივის წესები, MMA-ს ხელთათმანები'
  • ფრენსის ნგანუს ძალების მოსინჯვა რინგზეც სურს

UFC-ის მძიმე წონის ნიგერიელი ჩემპიონი - ფრენსის ნგანუ, ორგანიზაციასთან ახალ კონტრაქტს აწერს ხელს, სადაც კრივის მატჩებიც გათვალისწინებული იქნება. ნგანუ კრივის სამყაროს კარს მიადგა და უკვე რამდენიმე კვირაა ენტონი ჯოშუაზე, ტაისონ ფიურიზე და დონტეი უაილდერზე საუბრობს.

ბრიტანელმა ჩემპიონმაც არ დააყოვნა და ნგანუს იდეებს, ტვიტერზე გამოეხმაურა. "გინდათ, რომ მასთან ერთად რინგზე მნახოთ?" - იკითხა ფიურიმ. ნგანუს პასუხი კი ასეთი იყო - "MMA-ს წესები, მაგრამ კრივის ხელთათმანები - ასე, შემიძლია ეს თხოვნა შეგისრულო."

"შენ ცდილობ ჩემ სამყაროში შემოსვლას, მე და უაილდერს რინგისკენ გვიხმობ. იმის გარანტია შემიძლია მოგცე, რომ აუცილებლად გაითიშები, მაგრამ ასევე აუცილებლად, შენ კარიერაში ყველაზე დიდი ჰონორარს მიიღებ." - მიმართავს ფიური ნგანუს.

 

კომენტარები

ბოლო ამბები