Thumbnail

მოყვარულთა ლიგა: დაძაბული და დრამატული მატჩები თბილისის მერიის თასზე

ლაშა წიკლაური პროფილის ფოტო
ლაშა წიკლაური
  • მოყვარულთა ლიგაში სეზონი საინტერესოდ მიმდინარეობს
  • თბილისის მერიის თასზე 1/4 ფინალისტები გამოვლინდნენ

თბილისის მერიის თასის მე-3 ეტაპის შეხვედრები საინტერესოდ წარიმართა. ბასას სტადიონზე მისულმა გულშემატკივრებმა არაერთი დრამატული მატჩი იხილეს, რომელშიც გამარჯვებულის ბედი თერთმეტმეტრიანების სერიამ გამოავლინა.

კვარტალი–სეუს დაუპირისპირდა და ორივე გუნდმა დაცვაზე გააკეთა აქცენტი. ძირითადი დრო ფრედ, 1:1 დასრულდა, პენალტების სერიაში კი სეუს ფეხბურთელებმა 6:5 გაიმარჯვეს.

გადახალისებული შემადგენლობით მოასპარეზე გრასრუტმა მორიგი გამარჯვება მოიპოვა. გრასრუტი–ტტც-ს დაპირისპირება ორმხრივ შეტევებში წარიმართა. აღსანიშნავია გიორგი ლომაიას ბრწყინვალე სეივები,  რამაც დიდწილად განაპირობა გრასრუტის შემდეგ ეტაპზე გასვლა. გრასრუტმა 2:0 დაამარცხა მეტოქე.

საინტერესო შეხვედრა გაიმართა კოლხეთს  და ბასას შორის. კოლხეთის ფეხბურთელებმა ორბურთიანი სხვაობის აღმოფხვრა შეძლეს და ძირითადი დრო ფრედ, 2:2 დასრულდა. თერთმეტმეტრიანების სერიაში კოლხეთმა იმარჯვა, 4:1.

კოლხეთის ორი ფეხბურთელი: მცველი ერეკლე შენგელია და ნახევარმცველი თემურ ქოიავა მე-3 ეტაპის სიმბოლურ გუნდში მოხვდნენ...

ბასასთვის  მატჩი ყოველმხრივ წარუმატებელი გამოდგა. ძირითადი დროის მიწურულს, გუნდის გოლეადორმა ელდარ კაზარიანმა მძიმე ტრავმა მიიღო. შეჯახების შედეგად, კაზარიანს ორი ნეკნი აქვს გატეხილი და ჯერჯერობით უცნობია, თუ როდის დაუბრუნდება მოედანს.

იბერია–გლდანის გამარჯვებულის ბედიც თერთმეტმეტრიანების სერიამ გადაწყვიტა. ძირითადი დრო ფრედ, 1:1 დასრულდა, პენალტები კი გლდანის ფეხბურთელებმა უკეთ შეასრულეს, 4:2. 

დრამატულ შეხვედრაში თ.ს სასამართლომ  2:1 დაამარცხა კახორი. აღსანიშნავია, რომ მატჩის პირველივე წუთებში შეხვედრის მთავარმა არბიტრმა კახორის ფეხბურთელი მოედნიდან გააძევა.

უქიმერიონი–არისტოკრატების მატჩის სანახავად მისულმა გულშემატკივარმა 2 გატანილი გოლი იხილა. თანაბარ ორთაბრძოლაში მიმდინარე მატჩი უქიმერიონის გამარჯვებით დასრულდა, 2:0. ორივე გოლი მეორე ტაიმში გავიდა.

უხვგოლიანი მატჩი გაიმართა ნახალოვკას და 35-ე თბილისს შორის. ნახალოვკას ფეხბურთელებმა ბრწყინვალე მატჩი ჩაატარეს, ყველა კომპონენტში დაჩაგრეს მოწინააღმდეგე, 8:3 მოიგეს და მომდევნო ეტაპზე გავიდნენ. 

ბასიანს ტექნიკური გამარჯვება (3:0) ჩაეთვალა, რადგან თამაშზე სსგ აფხაზეთი არ გამოცხადდა. შესაბამისად, მომდევნო ეტაპზე ბასიანი იასპარეზებს.

თბილისის მერიის თასის 1/4 ფინალურ ეტაპზე ასპარეზობის უფლება შემდეგმა გუნდებმა მოიპოვეს: სეუ, გრასრუტი, კოლხეთი, თ.ს სასამართლო, გლდანი, ნახალოვკა, უქიმერიონი, ბასიანი.

მომდევნო ეტაპზე კოლხეთი ბასიანს დაუპირისპირდება, გლდანი თს სასამართლოს, უქიმერიონი ნახალოვკას, ხოლო სეუ გრასრუტს. ბოლო დაპირისპირება განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს: სეუ უმაღლესი ლიგის ლიდერია, გრასრუტი კი საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილი ვარსკვლავებით არის დაკომპლექტებული. 

თბილისის მერიის თასის მე-3 ეტაპი

თბილისის მერიის თასის მე-3 ეტაპი

თბილისის მერიის თასის მე-3 ეტაპი

თბილისის მერიის თასის მე-3 ეტაპი

თბილისის მერიის თასის მე-3 ეტაპი

თბილისის მერიის თასის მე-3 ეტაპი

თბილისის მერიის თასის მე-3 ეტაპი

თბილისის მერიის თასის მე-3 ეტაპი

თბილისის მერიის თასის მე-3 ეტაპი

თბილისის მერიის თასის მე-3 ეტაპი

კომენტარები

ბოლო ამბები