Thumbnail
  • გაბონი აფრიკის ერთა თასზე პირველ შეხვედრას 10 იანვარს გამართავს
  • ობამეიანგის გარდა დუბაიში წვეულებაზე მარიო ლემინაც დაინფიცირდა

პიერ-ემერიკ ობამეიანგი კოვიდ-19-ით ინფიცირებულია. ლონდონის არსენალის 32 წლის ფეხბურთელმა გაბონის ნაკრებთან ერთად აფრიკის ერთა თასზე უნდა იასპარეზოს, რომელიც სტარტს 9 იანვარს აიღებს, ხოლო გაბონი პირველ შეხვედრას 10 იანვარს, კომორის კუნძულების წინააღმდეგ ჩაატარებს.

პრესაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, გაბონელი ფეხბურთელი დუბაიში დაინფიცირდა, სადაც თანაგუნდელებთან ერთად წვეულებაზე იმყოფებოდა. დადებითი პასუხის შემდეგ, გაბონის ეროვნული ნაკრები აფრიკის ერთა თასის სტარტზე მთავარი ვარსკვლავისა და კაპიტნის გარეშე დარჩა.

სავარაუდოდ ობამეიანგი აფრიკის ერთა თასის პირველ ორ შეხვედრას გამოტოვებს

გაბონი კამერუნში (ტურნირი სწორედ აქ ტარდება) არაბეთის გაერთიანებული საამიროების გავლით ჩაფრინდა. დუბაიში გამართულ წვეულებაზე გადაღებულ ვიდეოებში ჩანს, რომ არსენალის ფეხბურთელთან ერთად იყო მარიო ლემინაც, რომელიც ასევე ინფიცირებულია. 

გაბონი აფრიკის ერთა თასის B ჯგუფში კომორის კუნძულებს, განასა და მაროკოს დაუპირისპირდება. სავარაუდოდ, ობამეიანგსა და ლემინას ჯგუფური ეტაპის პირველი ორი შეხვედრის (10-ში კომოროს, ხოლო 4 დღეში განას წინააღმდეგ მატჩების) გამოტოვება მოუწევთ.    

კომენტარები

ბოლო ამბები