Thumbnail
  • მაიკ ბუდენჰოლცერი ინფიცირებულია, იანის ანტეტოკუნმპო ავადაა
  • მილუოკი ამაღამ ტორონტოს ეთამაშება, ინდიანა - ბრუკლინს

მილუოკი ბაქსის ლიდერი იანის ანტეტოკუნმპო 6 იანვარს (05:00-ზე თბილისის დროით) ტორონტო რეპტორსთან მატჩში მონაწილეობას მიიღებს. მიზეზი ავადმყოფობაა, რომელიც კოვიდთან კავშირში არაა. ეს მორიგი შესაძლებლობაა NBA-ის ქართველი ახალბედასთვის, სანდრო მამუკელაშვილს სათამაშო დრო მიეცემა. მეტიც, ზოგიერთი წყაროს აზრით, სანდრო სასტარტო ხუთეულში დაიწყებს. მამუკელაშვილმა ამ სეზონში ორჯერ დაიწყო სასტარტო ხუთეულში, ორჯერვე ბერძენი სუპერვარსკვლავის არყოფნაში. ბოლოს ეს 19 დეკემბერს კლივლენდთან მოხდა, ამ თამაშში მამუკელაშვილმა კარიერის რეკორდი დაამყარა 17 ქულით. 

გუშინ სანდრო კოლეჯთა ლიგაში მარკეტისა და პროვიდენსის მატჩს დაესწრო

კლივლენდთან თამაშის შემდეგ მამუკელაშვილმა რამდენიმე მატჩი ავადმყოფობის გამო გამოტოვა. მას მერე სანდრომ მხოლოდ ერთხელ 2 იანვარს ითამაშა დეტროიტთან (მხოლოდ სამი წუთით და 3 ქულა ჩააგდო). 

ESPN-ის ინფორმაციით, კოვიდინფიცირებულია მთავარი მწვრთნელი მაიკ ბუდენჰოლცერი, ბაქსს რეპტორსთან ასისტენტი დარვინ ჰემი გაიყვანს. კოვიდის გამო გუნდს ასევე აკლია: ალენი და კონატინი. პროტოკოლიდან მოიხსნენ თანასის ანტეტოკუნმპო და ჯორდან ნვორა და სემი ოჯელეიე, თუმცა მათი თამაშიც საეჭვოა. დონტე დივინჩენცო ტრავმირებულია. ბუნებრივია არც ბრუკ ლოპესი იქნება. 

სავარაუდო სასტარტო ხუთეული: ჯრუ ჰოლიდეი, ჯორჯ ჰილი, კრის მიდლტონი, სანდრო მამუკელაშვილი, ბობი პორტისი.

6 იანვარს (04:30) გოგა ბითაძის ინდიანა პეისერსი ბრუკლინ ნეტსს მასპინძლობს. ქართველი ცენტრის თამაში გამორიცხულია (კოვიდპროტოკოლით). 

კომენტარები

ბოლო ამბები