Thumbnail

DAILY MAIL-ის კრის ფოიმ 2022 წლის მსოფლიო რაგბის საახალწლო სტატია მიუძღვნა, რომელშიც ბრიტანული გამოცემის რედაქციის სურვილები ჩამოწერა ახალი წლისთვის მსოფლიო რაგბიში. პირველივე სურვილი ექვსი ერის რეორგანიზაციას ეხება:

"რეკონსტრუქციის დრო მოვიდა, მეტი თავისუფლება, რისკი და ნამდვილი მერიტოკრატიაა საჭირო. კიდევ მერამდენედ უნდა წააგოს იტალიამ 6 ერის მატჩები ზედიზედ, რომ ტურნირის ხელმძღვანელობა მიხვდეს, გავარდნა/აღზევების სისტემის აუცილებლობას? "აძური" არ არის კონკურენტუნარიანი, მაშინ უნდა აიძულონ იტალიელები 6 ერში თამაშის უფლება პლეი ოფში რაგბი ევროპის ჩემპიონთან ბრძოლაში მოიპოვონ. პლეი ოფის ეს დაპირისპირება უაღრესად მომგებიანი იქნება ფინანსურად. 
და თუ საქართველო რომში იტალიის დამარცხებას შეძლებს, ისინი იმსახურებენ აღზევებას". 

შეგახსენებთ, რომ 6 ერის ტურნირის მოახლოებასთან ერთად, ტურნირის რეორგანიზაციის საკითხი სულ უფრო აქტუალური ხდება მედიაში, მორაგბეებში და მწვრთნელებშიც. მაშინ, როცა ევროპული მედია და სპეციალისტების უმეტესობა ცვლილებების მომხრეა, ტურნირის ორგანიზატორები საქმეს კვლავ კონსერვატიულად უდგებიან.

კომენტარები

ბოლო ამბები