Thumbnail
  • ჟოან ლაპორტამ ბარსელონას სატრანსფერო გეგმებზე ისაუბრა
  • ის დარწმუნებულია, რომ კლუბი ძველ დიდებას დაიბრუნებს

ბარსელონას პრეზიდენტმა ჟოან ლაპორტამ კომენტარი ფერან ტორესის ტრანსფერზე გააკეთა. როგორც ესპანელმა აღნიშნა, კლუბი სულ მალე დაუბრუნდა თავის დონეს და მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელები ‘კამპ ნოუზე’ გადასვლას ისევ განიხილავენ.

"ფერანის ტრანსფერთან დაკავშირებით გამონაკლისი დავუშვით, ჩავიმაც თანხმობა მოგვცა. გუნდი მშენებლობის პროცესშია და ყველაფერი შესაძლებელია. ბარსა სატრანსფერო ბაზარზე ისევ ამოსავალი წერტილია, აღვიდგენთ იმ სპეციფიკურ წონას, რაც გვაქვს და ყველა დიდი ფეხბურთელი განიხილავს ბარსაში მოსვლას. კმაყოფილი ვართ ფერანის მოსვლით და ზამთრისთვის დაგეგმილი სხვა ტრანსფერებითაც, რომლებიც ოფიციალურად გახდება ცნობილი. მშვიდად ვმუშაობთ, თუნდაც საშუალოვადიან პერსპექტივაში", - თქვა ლაპორტამ, რომელმაც შემდეგ ერლინგ ჰაალანდის შესაძლო ტრანსფერზეც გააკეთა კომენტარი.

ლაპორტას ბარსელონას აღორძინება აქვს დაგეგმილი

"ბევრი პარამეტრი უნდა გავითვალისწინოთ, სპორტული და ეკონომიკურიც. კარგად ვმუშაობთ, ყველაფერი შესაძლებელია. ლა ლიგაში სიტუაციას ვასწორებთ, თასზე ვითამაშებთ, სუპერთასიც გველოდება საუდის არაბეთში და ევროპალიგაზე ვართ", - აღნიშნა "ბლაუგრანას" პრეზიდენტმა.

შეგახსენებთ, რომ ბარსელონა ლა ლიგაში 19 თამაშში მოპოვებული 31 ქულით მე-5 ადგილზეა და ოთხეულს ერთადერთი ქულა აშორებს. ჩავის გუნდი 5 იანვარს, სამეფო თასზე ლინარესს დაუპირისპირდება, ხოლო ლა ლიგაში 8 იანვარს, გრანადას ესტუმრება.

კომენტარები

ბოლო ამბები