Thumbnail
  • კრეიტონი 75:69 მარკეტი | რატი ანდრონიკაშვილი: 7 ქულა, 6 პასი
  • აპალაჩიანი 77:69 ლუიზიანა | ნიკა მეცხვარიშვილი: 17 ქულა, 4 მოხსნა

ამერიკის კოლეჯთა ლიგის (NCAA) ერთ-ერთ გამორჩეულ მატჩში რატი ანდრონიკაშვილის კრეიტონმა მარკეტს 75:69 მოუგო. "ბიგ ისთის" კონფერენციის შეხვედრის მოსაგებად კრეიტონს ორი ოვერტაიმი დასჭირდა. ქართველმა გამთამაშებელმა 23:07 წუთში 7 ქულა, 1 მოხსნა, 6 პასი და 1 ჩაჭრა მოუტანა გუნდს, მან გადამწყვეტ მომენტებში შესანიშნავად ითამაშა. 

20 წლის კალათბურთელისთვის 6 შედეგიანი გადაცემა კარიერის რეკორდია NCAA-ში, ასევე რეკორდულია მისთვის 23 წუთი თამაში და ფარისკენ 6 სროლა თამაშიდან. 

კრეიტონს 11-3 ბალანსი აქვს და კონფერენციაში მე-3 პოზიციაზეა პროვიდენსისა და ქსავიერის შემდეგ. 6 იანვარს კრეიტონი ვილანოვას ესტუმრება. 


ნიკა მეცხვარიშვილის ლუიზიანა-მონრო აპალაჩიან სტეიტს ესტუმრა და 69:77 დამარცხდა. ნიკა კვლავ ერთ-ერთი საუკეთესო იყო გუნდში, მან 30 წუთი ითამაშა (თუმცა სასტარტო არ ყოფილა), 17 ქულა ჩააგდო, 4 მოხსნა, 2 დაფარება და თითო პასი და ჩაჭრა გააკეთა. 

ლუიზიანა-მონროს 8-6 ბალანსი აქვს და "სან ბელტის" კონფერენციაში მეცხრეა. 7 იანვარს მეცხვარიშვილი გუნდი არლინგტონის უნივერსიტეტს მასპინძლობს. 

კომენტარები

ბოლო ამბები