Thumbnail
  • გოგა ბითაძე პეისერსს კოვიდ-პროტოკოლით დააკლდა
  • ინდიანამ 4 ახალი კალათბურთელი აიყვანა

გოგა ბითაძე უახლოეს დღეებში ინდიანა პეისერსს ვერ დაეხმარება, მიზეზი კორონავირუსია. ESPN-ის ადრიან ვოინაროვსკის ინფორმაციით, კოვიდ-პროტოკოლით პეისერსს სამი კალათბურთელი დააკლდა: კარის ლევერტი, გოგა ბითაძე და ტი ჯეი უორენი. ამ უკანასკნელს ტრავმის გამო ახალ სეზონში არ უთამაშია. 

შეგახსენებთ, რომ ამავე მიზეზით გუნდს უკვე დააკლდნენ მალკოლმ ბროგდონი, კრის დუარტე და აიზია ჯეკსონი. კლივლენდთან ამ ექვსი მოთამაშიდან არცერთი იქნება. ბუნებრივია, მათგან ყველაზე დიდი დანაკლისი ბროგდონი და ლევერტია. 

პეისერსმა ახალი წესების წყალობით, ოთხ მოთამაშეს გაუფორმა 10-დღიანი კონტრაქტი, რომელთაგანაც ყველაზე ცნობილი ლენს სტივენსონია. გუნდმა ასევე აიყვანა: ჯასტინ ანდერსონი, აჰმად ქავერი და ნეით ჰინტონი. ახალი წესებით, კოვიდ-პროტოკოლით გათვალისწინებული თვითიზოლაცია 7 დღემდე შემცირდა. 

კომენტარები

ბოლო ამბები