Thumbnail

31 დეკემბერს გიორგი მამარდაშვილის ვალენსია ლა ლიგის პირველი წრის ბოლო ტურში ესპანიოლს შეხვდება. ვალენსიას რიგებში პრობლემაა, რომელიც, რა თქმა უნდა, პანდემიას უკავშირდება. 

დღეს ვალენსიამ ვარჯიში განაახლა, მაგრამ მას ბევრი ფეხბურთელი აკლდა. ტესტირების შემდეგ ოთხ მოთამაშეს კოვიდი დაუდასტურდა. "ოთხივე მოთამაშე იზოლაციაშია და იწყებს გამოჯანმრთელების პროცესს", - აცხადებენ კლუბში. ვალენსია არ აზუსტებს, თუ რომელ მოთამაშეებს დაუდასტურდათ კორონავირუსი. მედიაში ეჭვი აქვთ, რომ საუბარია მარკოს ანდრეზე, მუქტარ დიაქაბიზე. ასევე შესაძლოა, ინფიცირებულები არიან გაია და პიჩინიც. 

თავიდან ვალენსიას ერთ-ერთი ფანჯგუფი წერდა, რომ კლუბის 4-დან 3 მეკარე (სილესენის გარდა) ტესტების შედეგებს ელოდნენ, ამიტომ სავარჯიშოდ ვერ გადიოდნენ. საბედნიეროდ, მოგვიანებით გიორგი ვარჯიშზე გამოჩნდა, სავარაუდოდ, ტესტზე უარყოფითი პასუხის მიღების შემდეგ. 

შეგახსენებთ, რომ ესპანური მედიის ინფორმაციით, ვალენსია გიორგი მამარდაშვილს 1-ელ იანვრამდე გამოისყიდის დინამო თბილისიდან და მას 3-წლიან კონტრაქტს გაუფორმებს. ქართველმა გოლკიპერმა ლა ლიგაში 6 მატჩი ითამაშა. 

კომენტარები

ბოლო ამბები