Thumbnail

უეფამ ბუფონი დასაჯა! თუ ჯიჯი პარი სენ-ჟერმენში გადავა…

  • უეფამ ჯანლუიჯი ბუფონი მსაჯის შეურაცხყოფისთვის დასაჯა
  • თუ ჯიჯი კარიერას არ დაასრულებს, დისკვალიფიცირებული იქნება

რეალთან სკანდალური მატჩის შემდეგ, ჯანლუიჯი ბუფონი ამბობდა, მსაჯს უნდა სცოდნოდა, რომ ჩემპიონთა ლიგაში უკანასკნელ მატჩს ვატარებდიო. ლეგენდარული იტალიელ მეკარეს კარიერის დასრულება ფაქტობრივად გადაწყვეტილი ჰქონდა, მაგრამ დიდი შანსია, ბუცების ლურსმანზე ჩამოკიდება გადაიფიქროს. მან უკვე თქვა, რომ იუვენტუსში ნამდვილად ბოლო მატჩი ჩაატარა, ახლა კი კარიერის პსჟ-ში გაგრძელებაზე სერიოზულად ფიქრობს.

თუ 40 წლის ბუფონი ფრანგულ გრანდში გადავა, მომდევნო სეზონში ჩემპიონთა ლიგის პირველ 3 შეხვედრაში დისკვალიფიცირებული იქნება!

უეფას სადისციპლინო კომისიამ ჯიჯის სწორედ ასეთი განაჩენი გამოუტანა. როგორც მიხვდით, სასჯელის მიზეზი მადრიდის რეალთან ჩემპიონთა ლიგის საპასუხო მეოთხედფინალურ მატჩში მსაჯის შეურაცხყოფაა. შეგახსენებთ, რომ ბუფონმა ბოლო წუთზე დანიშნული პენალტისა და მისი მოედნიდან გაძევების გამო, არბიტრ მაიკლ ოლივერს შეურაცხყოფა მიაყენა.

გავიხსენოთ, როგორ ბრაზობდა ბუფონი...

ბუფონი

🗣 შენ გააძევე ბუფონი, რომელიც თავის ბოლო მატჩს თამაშობდა! 👉 ამბავი სრულად: bit.ly/GIG_PS

Posted by popsport on ხუთშაბათი, 12 აპრილი, 2018

უეფამ ასევე დასაჯა რომა, ბილბაოს ატლეტიკი და მოსკოვის სპარტაკი - მიზეზი ამ კლუბების ფანების ცუდი ქცევაა. რომაელები 50 000 ევროს გადაიხდიან და ევროტურნირის ერთ გასვლით მატჩში ქომაგებს ვერ წაიყვანენ. ბილბაო 40 000 ევროთი დაჯარიმდა და გარდა ამისა, ატლეტიკის უახლოეს საშინაო მატჩზე ქომაგების გარკვეული ნაწილი არ დაიშვება. მოსკოვის სპარტაკი კი 55 000 ევროთი დაჯარიმდა და ევროტურნირის უახლოეს 2 გასვლით მატჩში რუსები ფანებს ვერ წაიყვანენ.

შეგახსენებთ, რომ თებერვალში, ბილბაოსა და სპარტაკის მატჩის წინ, შეტაკებებს ერთი ესპანელი პოლიციელი ემსხვერპლა.

კომენტარები

ბოლო ამბები