Thumbnail

ბარსელონამ ფერან ტორესის ტრანსფერი ოფიციალურად დაადასტურა

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • ესპანელმა ფეხბურთელმა კატალონიურ გრანდთან კონტრაქტი 2027 წლამდე გააფორმა
  • 21 წლის ფერან ტორესის გამოსასყიდი თანხა 1 მილიარდი ევრო იქნება

ესპანურმა ბარსელონამ ინგლისური მანჩესტერ სიტიდან ფერან ტორესის ტრანსფერი ოფიციალურად დაადასტურა.

21 წლის ესპანელმა ნახევარმცველმა კატალონიურ გრანდთან კონტრაქტი 2027 წლის 30 ივნისამდე გააფორმა, მისი გამოსასყიდი თანხა კი მილიარდი ევრო იქნება. გაირკვა ისიც, რომ ტორესის პრეზენტაციაზ კამპ ნოუზე 3 იანვარს შედგება.

როგორც ცნობილია, მანჩესტერ სიტი ესპანელი ფეხბურთელის სანაცვლოდ 55 მილიონ ევროს მიიღებს, რასაც ბონუსის სახით 10 მილიონი ევრო დაემატება.

შეგახსენებთ, რომ ფერან ტორესი მანჩესტერ სიტიში 2020 წელს ვალენსიადან გადავიდა და 43 შეხვედრაში 16 გოლი გაიტანა. მას ესპანეთის ნაკრებში 22 მატჩში 12 გოლი აქვს.

კომენტარები

ბოლო ამბები