Thumbnail

'დიდი ფეხბურთელები ასე არ იქცევიან' - რონალდო ყოფილმა თანაგუნდელმა გააკრიტიკა

ქეთო რაზმაძე პროფილის ფოტო
ქეთო რაზმაძე
  • გარი ნევილის კრიტიკის ობიექტი კრიშტიანო რონალდო გახდა
  • ინგლისელს ნიუკასლთან მატჩის მერე პორტუგალიელის საქციელი არ მოეწონა

კრიშტიანო რონალდოს ძალიან არ უყვარს, როცა ვერ იგებს და ეს ახლა კიდევ ერთხელ აჩვენა...

საინტერესო ის არის, რაც ინგლისის ნაკრებისა და მანჩესტერ იუნაიტედის ყოფილმა ფეხბურთელმა გარი ნევილმა პორტუგალიელზე თქვა. CR7-მა ნიუკასლ იუნაიტედთან მატჩის შემდეგ მოედანი გაბრაზებულმა დატოვა, გასახდელისკენ ისე წავიდა, ფანებთან არ მისულა.

ნევილს სწორედ ეს ფაქტი არ მოეწონა და პირდაპირ ეთერში განაცხადა, რომ კრიშტიანოს კალიბრის ფეხბურთელი ასე არ უნდა იქცეოდეს.

"იქ უნდა იყო, როცა თანაგუნდელებს სჭირდები. სწორედ ასეთ მომენტებში უნდა იყო ნამდვილი ჩემპიონი. მიყვარს რონალდო, ის საუკეთესო ფეხბურთელია მათ შორის, ვინც ცხოვრებაში მინახავს, მაგრამ თამაშის შემდეგ გასახდელში გაქცევას ვერ ვეგუები. არ მაინტერესებს, როგორ ითამაშე, მატჩის ბოლოს უნდა მიხვიდე და გულშემატკივრებს ტაში უნდა დაუკრა. მათ ყურადღება უნდა აჩვენო, მით უმეტეს, თუ მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი ხარ", - თქვა ნევილმა.

6 სეზონის განმავლობაში ისინი თანაგუნდელები იყვნენ

შეგახსენებთ, რომ მანჩესტერ იუნაიტედი ნიუკასლთან მარცხს ედინსონ კავანის გოლით გადაურჩა (1:1). რალფ რანგნიკის გუნდი პრემიერლიგაში 28 ქულით მეშვიდე ადგილზეა, თუმცა ორი მატჩი კორონავირუსის გამო გამოტოვებული აქვს. გარი ნევილი კი რონალდოს ძალიან კარგად იცნობს, რადგან ისინი იუნაიტედში წლების განმავლობაში თანაგუნდელები იყვნენ.

კომენტარები

ბოლო ამბები