Thumbnail

‘ყველაფერი მეკიდა’ - ფლოიდ მეივეზერმა 18-მილიონიანი საათი გვიჩვენა

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი
  • ფლოიდ მეივეზერის პოსტი ჯერ მხოლოდ ნახევარ მილიონს მოეწონა
  • ლეგენდარულმა მოკრივემ ფანებს უძვირფასესი საათი უჩვენა

კრივის ლეგენდა ფლოიდ მეივეზერს რომ ძალიან მდიდრული ცხოვრება აქვს და ამის საჯაროდ ჩვენებაც უყვარს, ეს ყველამ იცის.

შობის შემდეგ 44 წლის ამერიკელმა თავისი ვიტრინიდან ერთ-ერთი ყველაზე განსაკუთრებული სამკლაული აიღო და ყველას აჩვენა.

მეივეზერმა ინსტაგრამზე იმ საათის ფოტო დაპოსტა, რომელიც 18 მილიონი დოლარი ღირს!

…და აი, რა მიაწერა: “მწვერვალზე ისე ავედი, რომ ყველაფერი მეკიდა და ახლა რა მაქვს სანერვიულო? 18 მილიონი საათში.”

Jacob & Co-ს ეს უძვირფასესი საათი მეივეზერმა 2018 წელს, იაპონიაში შეიძინა. თუმცა ეს მთლად სარფიანი გარიგება არ ყოფილა, რადგან ეს საათი ახლა უკვე “მხოლოდ” 8 მილიონი ღირს.

ამ ე.წ. Billionaire Watch 260-კარატიანი ბრილიანტებითაა მორთული, მისი გარსი კი 18-კარატიანი პლატინისაა. პლუს ამას, სამაჯურს 3-კარატიანი ბრილიანტები აქვს. სხვათა შორის, Louis Vuitton-ის კოსტიუმი, რომელიც მეივეზერს ამ ფოტოზე აცვია, “მხოლოდ” 6 000 დოლარი ღირს…

კომენტარები

ბოლო ამბები