Thumbnail

რუსეთის 2021 წლის სიმბოლურ ნაკრებში 2 ქართველი მორაგბე მოხვდა

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • გამოკითხვის შედეგად, საუკეთესოთა შორის დავით მესხი და მამუკა ხეჩიკოვი დაასახელეს
  • სიმბოლურ გუნდში მხოლოდ ქართველი, რუსი და სამხრეთაფრიკელი მორაგბეები არიან 

რუსეთის რაგბის კავშირმა 2021 წლის სიმბოლური ნაკრები დაასახელა, რომელშიც 2 ქართველი მორაგბე მოხვდა.

საუკეთესოები გამოკითხვის შედეგად შეირჩნენ და მათ შორის ნოვოკუზნეცკის მეტალურგის 33 წლის ბურჯი მამუკა ხეჩიკოვი და კრასნოიარსკის 24 წლის გარემარბი დავით მესხი აღმოჩნდნენ.

ცნობისთვის, ეს უკანასკნელი ციმბირულ გუნდში 2019 წლიდან თამაშობს, ხეჩიკოვი კი რუსეთში ჯერ კიდევ 2011 წელს გადაბარგდა და მეტალურგამდე სპარტაკში, კრასნი იარში, ყუბანსა და იმავე ენისეიში თამაშიც მოასწრო.

ცნობისთვის, აღნიშნულ სიმბოლურ ნაკრებში, რუსი და ქართველი მორაგბეების გარდა, მხოლოდ სამხრეთაფრიკელები მოხვდნენ. ისინი ერთბაშად ექვსნი არიან.

კომენტარები

ბოლო ამბები