Thumbnail

მიქაუტაძის ყველაზე ხანგრძლივი უგოლო სერია კლუბში - სერენი მწვრთნელს დაემშვიდობა

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი
  • მეხელენი 2:0 სერენი | გიორგი მიქაუტაძე - 90 წუთი
  • ესპანელი ჟორდი კონდომი სერენის მწვრთნელობიდან გაათავისუფლეს

პროფესიულ საკლუბო კარიერაში პირველად, 21 წლის გიორგი მიქაუტაძემ ზედიზედ ხუთ მატჩში ვერ გაიტანა გოლი, სერენი კი მასზე დიდად დამოკიდებულია, გუნდმა ხუთივე თამაში წააგო, ბოლოსწინა ადგილზე დაეშვა და მწვრთნელი დაითხოვა.

დღეს სერენი მეხელენს ესტუმრა, 0:2 დამარცხდა და მატჩის დასრულებისთანავე ესპანელმა ჟორდი კონდომმა თანამდებობა დატოვა. მცირე პაუზის წინ სერენს მხოლოდ 19 ქულა აქვს 21 თამაშიდან და მე-17 ადგილი უკავია. ჩემპიონატს გიორგის გუნდი 15 იანვარს ლიდერ უნიონთან მატჩით განაახლებს. 

მეხელენთან თუკი ვინმე ცდილობდა, პირველ რიგში - მიქაუტაძე. მან 90 წუთი იაქტიურა, კარისკენ ხუთჯერ დაარტყა, რომელთაგანც 2 ზუსტი იყო (2-ჯერაც იუსეფ მაზიზმა დაარტყა, სულ ეს არის სერენის სტატისტიკა). მიქაუტაძემ 3 პოტენციურად საგოლე პასი გააკეთა, 1 საჰაერო დუელი მოიგო და მის წინააღმდეგ 2-ჯერ დაჯარიმდნენ. WhoScored-მა მისი თამაში 6.7 ქულით შეაფასა. მიქაუტაძემ ბოლოს გოლი 30 ნოემბერს თასზე ანდერლეხტთან გაიტანა.

ქართველ ფორვარდს ამ სეზონში სერენის მაისურით 18 მატჩში 11 გოლი აქვს გატანილი. უიღბლო სერიამდე მისი მაჩვენებელი იყო 11 გოლი 13 შეხვედრაში. 

კომენტარები

ბოლო ამბები