Thumbnail

Globe Soccer Awards | კილიან მბაპე წლის საუკეთესო ფეხბურთელია

ქეთო რაზმაძე პროფილის ფოტო
ქეთო რაზმაძე
  • Globe Soccer Awards მე-12 ღონისძიება გაიმართა
  • გამარჯვებულები სხვადასხვა ნომინაციებში გამოვლინდნენ

დუბაიში Globe Soccer Awards-ის 2021 წლის ცერემონია გაიმართა და წლის საუკეთესო ფეხბურთელად პარი სენ ჟერმენისა და საფრანგეთის ნაკრების შემტევი კილიან მბაპე დასახელდა.

ფრანგმა ვარსკვლავმა ეს ჯილდო კარიერაში პირველად მოიგო. Globe Soccer Awards ისტორიაში მე-12-ედ ჩატარდა და ყველაზე მეტჯერ საუკეთესო ფეხბურთელად კრიშტიანო რონალდო აღიარეს (6-ჯერ), თუმცა, ამჯერად გამარჯვება მას არ ერგო.

Globe Soccer Awards-ის გამარჯვებულები

გამარჯვებულები სხვა ნომინაციებშიც გამოვლინდნენ. მათ შორის, დასახელდნენ წლის საუკეთესო მწვრთნელი და გუნდი.

ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი: კრიშტიანო რონალდო (მანჩესტერი)

მარადონას ჯილდო (წლის ბომბარდირი): რობერტ ლევანდოვსკი (ბაიერნი)

Tik Tok-ს მომხარებელთა ვერსიით 2021 წლის საუკეთესო ფეხბურთელი: რობერტ ლევანდოვსკი (ბაიერნი)

2021 წლის საუკეთესო მწვრთნელი: რობერტო მანჩინი (იტალია)

2021 წლის საუკეთესო ფეხბურთელი: კილიან მბაპე (პსჟ)

2021 წლის საუკეთესო ქალი ფეხბურთელი: ალექსია პუტელიასი (ბარსელონა)

ჯილდო კარიერისთვის: რონალდინიო (ბრაზილია)

2021 წლის საუკეთესო მცველი: ლეონარდო ბონუჩი (იუვენტუსი)

2021 წლის საუკეთესო მეკარე: ჯანლუიჯი დონარუმა (პსჟ)

2021 წლის საუკეთესო გუნდი: ჩელსი (ინგლისი)

2021 წლის საუკეთესო ნაკრები: იტალია

2021 წლის საუკეთესო აგენტი: ფედერიკო პასტორელო (იტალია)

2021 წლის საუკეთესო სპორტული დირექტორი: ჩიკი ბეგირსტაინი (ესპანეთი)

კომენტარები

ბოლო ამბები