Thumbnail

მორიგი გადადებული მატჩი პრემიერლიგაში - ვულვზი 14 ფეხბურთელსაც ვერ აგროვებს

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • არსენალისა და ვულვერჰემპტონის შეხვედრა 28 დეკემბერს იყო დაგეგმილი
  • ინგლისში ქომაგებისთვის საყვარელი Boxing day ნაკლული სახით მიმდინარეობს

ფეხბურთის ქომაგი ინგლისის პრემიერლიგაში Boxing day-ს ყოველთვის განსაკუთრებულად ელის, თუმცა, ამჯერად მას განსხვავებული სახე აქვს. ლამის დღე არ გავა, რომ კოვიდ-პანდემიის გამო, კალენდარს რამდენიმე თამაში არ გამოაკლდეს.

დღეს გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, დაგეგმილ ვადებში ვეღარ ჩატარდება არსენალისა და ვულვზის მატჩი, რისი მიზეზიც ამ უკანასკნელთა რიგებში ინფიცირების მასობრივი შემთხვევებია.

პრემიერლიგის ოფიციალური ვებ-გვერდის ცნობით, ვულვერჰემპტონი დებულების მიხედვით თამაშის გამართვისთვის საჭირო ფეხბურთელების მინიმალურ რაოდენობასაც (მეკარე+13 მინდვრის ფეხბურთელი) კი ვერ აგროვებს.

არსენალისა და ვულვზის მატჩი 28 დეკემბერს ლონდონურ ემირეიტსზე უნდა გამართულიყო, თუმცა, ახლა, მისთვის სხვა თარიღი უნდა გამოინახოს.

შეგახსენებთ, რომ მომდევნო ტურში ასევე ვეღარ შედგება ლიდსისა და ასტონ ვილას მატჩი, გუშინ კი, უკვე ჩაიშალა 3 შეხვედრა: ლივერპული-ლიდსი, ვულვზი-უოტფორდი, ბარნლი-ევერტონი.

ამ დროისთვის, პრემიერლიგას მანჩესტერ სიტი ლიდერობს, რომელმაც გუშინ ლესტერი 6:3 გაანადგურა და უახლოეს კონკურენტებს – ლივერპულსა და ჩელსის 6-6 ქულით უსწრებს.

კომენტარები

ბოლო ამბები