Thumbnail
  • ბონუჩიმ რონალდოსთან სავარაუდო დაპირისპირებაზე იხუმრა
  • იტალია და პორტუგალია, შესაძლოა, ერთმანეთს მუნდიალის პლეი-ოფში შეხვდნენ

ტურინის იუვენტუსისა და იტალიის ნაკრების მცველმა ლეონარდო ბონუჩიმ იტალიურ RAI-სთვის მიცემულ ინტერვიუში მუნდიალის პლეი-ოფში იტალია-პორტუგალიის პოტენციურ დაპირისპირებასა და კრიშტიანო რონალდოს წინააღმდეგ თამაშის შესახებ ისაუბრა. 

“თანაგუნდელებს ვუთხარი, იმ პერიოდში, რაც პლეი-ოფთან გვაშორებს, უკეთესები უნდა გავხდეთ. მინდა შვილებს, რომლებსაც იტალიის ნაკრები მსოფლიო თასზე არ უნახავთ, საჩუქარი გავუკეთო. რაც ევროპის ჩემპიონატის შემდეგ მოხდა, უპირველესად ფსიქოლოგიური ჩავარდნა იყო. გარკვეულ მატჩებს ნაკლები მნიშვნელობა მივანიჭეთ და სახეში სილაც მივიღეთ. სამწუხაროდ, გამოსწორების დრო აღარ დაგვრჩა. 

პორტუგალიასთან სავარაუდო დაპირისპირება? მე და კრიშტიანომ მობილურზე ვისაუბრეთ, ამ თემაზეც ვიხუმრეთ. ვნახოთ რა მოხდება მოედანზე, თუმცა კრიშტიანომ ერთი რამ დანამდვილებით იცის - ფეხებში მოხვდება ხოლმე,” - ციტირებს 36 წლის მცველის სიტყვებს Corriere dello Sport.

2022 წლის მსოფლიო თასის პლეი-ოფის პირველ ეტაპზე იტალიის ნაკრები ჩრდილოეთ მაკედონიის გუნდს შეხვდება, პორტუგალია კი თურქეთის დამარცხებას შეეძლება. ამ წყვილებს შორის გამარჯვებული გუნდები კი ერთმანეთში მუნდიალის საგზურს გაათამაშებენ…

კომენტარები

ბოლო ამბები