Thumbnail
  • 21 წლის ფეხბურთელი კატალონიელებთან 5-წლიან კონტრაქტს გააფორმებს
  • მანჩესტერ სიტი 55 მილიონ ევროს მიიღებს, რასაც ბონუსის სახით 10 მილიონი დაემატება

ფერან ტორესი უახლოეს საათებში ბარსელონას ფეხბურთელი გახდება. ესპანელი შემტევი კატალონიაში თავის აგენტებთან ერთად ჩავიდა.

21 წლის ფეხბურთელი სამედიცინო შემოწმებას ორშაბათს დილით გაივლის და 5-წლიან კონტრაქტს გააფორმებს. ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, ბარსელონა ტრანსფერის შესახებ ოფიციალურ განცხადებას უახლოეს საათებში გააკეთებს. მანჩესტერ სიტი 55 მილიონ ევროს მიიღებს, რასაც ბონუსის სახით 10 მილიონი ევრო დაემატება.

ფერან ტორესი მანჩესტერ სიტიში 2020 წელს ვალენსიადან გადავიდა და 43 შეხვედრაში 16 გოლი გაიტანა. 21 წლის ფეხბურთელს ესპანეთის ნაკრებში 22 მატჩში 12 გოლი აქვს გატანილი.

კომენტარები

ბოლო ამბები