Thumbnail

შობა ბევრი ადამიანისთვის წლის ყველაზე ლამაზი პერიოდია. ამ დროს სპორტის ვარსკვლავებიც თავიანთ საყვარელ ადამიანებთან ერთად ატარებენ. 2021 წლის შობასაც უმეტესობა სახლში, ოჯახის წევრებთან ერთად შეხვდა, თუმცა იყვნენ ისეთებიც, ვინც თოვლსა და სიცივეს თბილ შვებულებაში “გაექცა”.

ისევე, როგორც შარშან, კორონავირუსის პანდემიას სპორტის ვარსკვლავების საშობაო დღეებზე წელსაც დიდი გავლენა ჰქონდა. ბევრმა მათგანმა ისევ უარი თქვა მოგზაურობაზე. სპორტსმენთა სოციალურ ქსელებს თვალი გადავავლეთ და მათი საშობაო პოსტები შევაგროვეთ.

🎄 | ბევრისთვის წლის საუკეთესო ფეხბურთელი რობერტ ლევანდოვსკი შობას მეუღლე ანა ლევანდოვსკასთან და ქალიშვილებთან, კლარასთან და ლაურასთან ერთად შეხვდა. ნაძვის ხესთან გადაღებულ ფოტოსთან ერთად მან ინსტაგრამზე თავის ფანებს ამ სიტყვებით მიმართა: “შობის დილა ჩემს გოგონებთან ერთად”.

🎄 | შობის დღესასწაულს საყვარელ ადამიანებთან ერთად შეხვდა კრიშტიანო რონალდოც. ინსტაგრამზე გამოქვეყნებულ ფოტოში თვალშისაცემია მისი ოჯახის წევრების შესანიშნავი საშობაო კოსტიუმები, სტუმრებს კი საკმაოდ ჩვეულებრივად ეცვათ. პოსტის ტექსტი კი ჩვეულებრივზე ჩვეულებრივია: "მთელი გულით გილოცავთ შობას!" - დაწერა რონალდომ.

🎄 | ეს კი მიულერები არიან - გერმანული ფეხბურთის ვარსკვლავი თომას მიულერი და მისი მეუღლე ლიზა. მიუნხენის ბაიერნის 32 წლის ლიდერის მისალოცი ტექსტიც ბანალურია: "Frohe Weihnachten / Merry Christmas 🎄🎁🥰" - თომას ფანებს შობა გერმანულად და ინგლისურად მიულოცა.

🎄 | სამაგიეროდ, კრეატიული და შთამბეჭდავია დორტმუნდის ბორუსიას ნორვეგიელი გოლეადორის, ერლინგ ჰაალანდის საშობაო პოსტი. როგორც ჩანს, 21 წლის ვარსკვლავის ოჯახში იოგა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.

🎄 | ...და პელე? ფეხბურთის 81 წლის მეფე კლინიკიდან გაწერეს და შობას სახლში, უახლოეს ადამიანებთან ერთად შეხვდა. ესეც მიცი პოსტი:

🎄 | მანუელ ნოიერი საშობაო პოსტისთვის ელეგანტურად გამოეწყო, ესეც მისი ნაძვის ხე:

🎄 | სპორტის ორი ვარსკვლავი ერთ პოსტში: ანა ივანოვიჩმა და მისმა მეუღლემ, ბასტიან შვაინშტაიგერმა თავიანთ "ფოლოვერებს" შობა ასე მიულოცეს:

...თუმცა ანამ სხვა პოსტიც გამოაქვეყნა, რომლის ფოტოზეც მხოლოდ თვითონაა.

🎄 | მრბოლელ ნიკო ჰიულკენბერგის ბავშვს შობა ჯერჯერობით დიდად არ მოსწონს...

🎄 | კიდევ ერთი მრბოლელი, ფორმულა 1-ის ყოფილი ჩემპიონი ნიკო როსბერგი მეუღლესთან და შვილებთან ერთად: 

🎄 | ჩოგბურთის სუპერვარსკვლავი დომინიკ ტიმის თავის ერთგულ მეგობართან ერთად:

🎄 | თავისი განსაკუთრებული მეგობრები გვიჩვენა ინგლისური ფეხბურთის სუპერვარსკვლავმა დევიდ ბექჰემმაც: 

...მერე კი ბექზმაც დაპოსტა ტრადიციული ფოტო ვიქტორიასთან და შვილებთან ერთად:

🎄 | ლუის სუარესმა თავის ფანებს შობა მეუღლესთან და 3 შვილთან ერთად მიულოცა.

🎄 | იოზუა კიმიხმა კორონავირუსი ახლახან გადაიტანა და მთებში ისვენებს. ბაიერნის ლიდერს ახლა სუფთა ჰაერი ყველაზე მეტად სჭირდება.

🎄 | ეს კი ლივერპულის ეგვიპტელი სუპერვარსკვლავის, მოჰამედ სალაჰის პოსტია: 

🎄 | ესეც იუვეს და იტალიური ფეხბურთის ლეგენდა ალესანდრო დელ პიერო:

🎄 | 'გილოცავთ შობას, ჯანმრთელობა და სიყვარული ყველას' - ეს ანდრეს ინიესტას პოსტია.

🎄 | ესეც ნეიმარი:

🎄 | ...და კევინ დე ბრუინი, როგორც "გრინჩი"...

🎄 | ზლატან იბრაჰიმოვიჩის საშობაო პოსტი კი ასეთია:

 

კომენტარები

ბოლო ამბები