Thumbnail

ნიუკასლი მიწაზე დაეშვა - მბაპეს ნაცვლად, ოდიონ იგალოს დამატება სურთ

გევინ სლეიდი პროფილის ფოტო
გევინ სლეიდი
  • ოდიო იგალო ნიუკასლის ერთ-ერთი სამიზნეა
  • ნიგერიელი ფორვარდი, ამჟამად საუდის არაბეთში თამაშობს

მას შემდეგ რაც ნიუკასლ იუნაიტედში დიდი ინვესტიცია გამოჩნდა, ამ გუნდის სატრანსფერო მიზნებს, ბევრ დიდ სახელს უკავშირებენ. მაგრამ სენტ ჯეიმს პარკზე მიხვდნენ, რომ ბაზარზე წარმატებული ოპერირება, ასეთ მოკლე დროში შეუსრულებელი მისიაა.

მბაპეს, გრიზმანი, ბეილის და სხვა გვარების პარალელურად, ნელ-ნელა გამოჩნდნენ ფეხბურთელები, რომლებიც ნიუკასლის ამჟამინდელ სტატუსს და სპორტულ ამბიციას მიესადაგებიან. ერთ-ერთი ასეთია უოტფორდის და მანჩესტერ იუნაიტედის ყოფილი ფორვარდი - ოდიონ იგალო.

იგალომ, 2020-ის კალენდარული წელი იუნაიტედში გაატარა და 5 გოლის გატანა შეძლო

იგალო, ამჟამად საუდის არაბეთის ლიგაში - ალ შაბაბში თამაშობს და ჩინეთის მსგავასად აქაც ბევრი გააქვს. ნიგერიელს, ალ შაბაბთან კონტრაქტი 2023 წლამდე აკავშირებს, მაგრამ ნიუკასლის საუდელ მფლობელებს, მისი გამოსყიდვა არ გაუჭირდებათ, არც ფინანსურ და არც მოლაპარაკების ფაზაში.

იგალოს უოტფორდის მაისურით 40 გოლი აქვს გატანილი. ხოლო მანჩესტერ იუნაიტედში მისი პერიოდი, კორონავირუსის წელიწადს, 2020 წლის კალენდარულ სეზონს უკავშირდება, სადაც ის სულშერმა ჩინეთიდან განათხოვრების წესით დაიმატა. ტრაფორდზე გატარებული ერთი წლის მანძილზე, იგალომ მეტოქეთა კარი 5-ჯერ აიღო.

კომენტარები

ბოლო ამბები