Thumbnail

'საბედნიეროდ, ერთი შანსი კიდევ გვაქვს' - რობერტო მანჩინის ოპტიმიზმი

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • იტალიის ნაკრები ზედიზედ მეორე მუნდიალის გამოტოვებას რისკავს
  • სკუადრა აძურას თავკაცი იმედს არ კარგავს, რომ საგზურს მოიპოვებს

იტალიის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი რობერტო მანჩინი არ კარგავს იმედს, რომ "სკუადრა აძურა" მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის ფინალურ სტადიაზე მოხვდება. 

ევროპის მოქმედმა ჩემპიონებმა შესარჩევ C ჯგუფში, შვეიცარიის შემდეგ, მეორე ადგილი დაიკავეს და ყატარის საგზურისთვის ბრძოლა პლეი ოფში მოუწევთ. 24 მარტს იტალიელები ნახევარფინალში ჩრდილოეთ მაკედონიას ეთამაშებიან, გამარჯვების შემთხვევაში კი ფინალში თურქეთი-პორტუგალიის წყვილში მოგებულს შეხვდებიან. 

"ოპტიმიზმს ვინარჩუნებ, რადგან თავიდანვე ვიცოდი, რომ ჩვენი ჯგუფი შვეიცარიასთან ერთად რთული იქნებოდა. ბაზელში გამართულ შეხვედრაში დომინანტები ვიყავით, მაგრამ ასეთია ფეხბურთი. საბედნიეროდ, კიდევ ერთი შანსი გვაქვს და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რათა ყატარში გავემგზავროთ", - ამბობს 57 წლის სპეციალისტი. 

რობერტო მანჩინი იტალიის ნაკრებს 2018 წლიდან წვრთნის. მისი ხელმძღვანელობით გუნდმა ტიტული უკვე მოუგო - ევროპის ჩემპიონატზე გაიმარჯვა, რომელიც გასულ ზაფხულს ჩატარდა. 

მსოფლოს 2022 წლის ჩემპიონატს ყატარი ნოემბერ-დეკემბერში უმასპინძლებს. იტალიის ნაკრები ზედიზედ მეორე მუნდიალის გამოტოვებას რისკავს - 2018 წელს რუსეთში ჩატარებული ტურნირი "სკუადრა აძურას" გარეშე ჩატარდა.

კომენტარები

ბოლო ამბები