Thumbnail
  • 27 დეკემბერს სერენი მეხელენს ესტუმრება
  • გიორგი მიქაუტაძე კვლავ გუნდის სასტარტო შემადგენლობაში მოიაზრება

27 დეკემბერს გიორგი მიქაუტაძის სერენი წლის უკანასკნელ მატჩს გამართავს, ჟუპილერ ლიგის 21-ე ტურში მეხელენს ესტუმრება. ბოლო მატჩებია, რაც სერენი ძალიან ცუდად ასპარეზობს - გუნდმა ჩემპიონატში ზედიზედ 4 მატჩი წააგო (დეკემბერში ყველა რაც ითამაშა), მანამდე კი თასზე პენალტების სერიაში ანდერლეხტთან დამარცხდა. მოკლედ, 27 ნოემბრის შემდეგ ესპანელი სპეციალისტის, ჟორდი კონდომის გუნდს ქულაც კი არ აუღია. სერენი 19 ქულით ბოლოსწინა მე-17 პოზიციაზეა და მხოლოდ უიმედო აუტსაიდერ ბეერსხოტს უსწრებს.

ბოლო დროს ვერც 21 წლის ფორვარდი ბრწყინავეს, საფრანგეთში დაბადებულმა და გაზრდილმა მიქაუტაძემ, რომელიც მეციდან იჯარით თამაშობს სერენში, დეკემბერში გოლი საერთოდ ვერ გაიტანა, მანამდე კი მას სამმატჩიანი გოლთა სერია ჰქონდა. ბელგიური მედიის ინფორმციით, ჟორდი კონდომი 11-ეულში ბევრ ცვლილებას გეგმავს. Le Soir-ის მიხედვით, გიორგი მიქაუტაძე ერთ-ერთი იმ იშვიათთაგანია, რომელთაც ცვლილება არ შეეხებათ. მეხელენთან მატჩში გიორგი სერენის 10 ნომერს, ჩადელ ლეგიონერ მარიუსს შეუწყვილდება. ამ თამაშის შემდეგ ბელგიაში შესვენებაა, სერენი ჩემპიონატს 15 იანვარს ლიდერ უნიონთან შეხვედრით განაახლებს. 

ამ სეზონში გიორგი მიქაუტაძემ სერენის მაისურით 17 მატჩში 11 გოლი გაიტანა და 2 საგოლე პასი გააკეთა. აქედან 7 გოლი მან ჟუპილერ ლიგაში გაიტანა, რომლის საწყისი 6 ტური გამოტოვა (მაშინ მეცში თამაშობდა).  

კომენტარები

ბოლო ამბები