Thumbnail

ჩაწყობილი თამაშები ჩოგბურთში - პოლიციამ 13 პირი დააკავა!

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი
  • ბელგიის პოლიციამ ჩოგბურთში მანიპულირებული მატჩები გამოავლინა
  • საერთო ჯამში დაკავებულია 13 პირი

ბელგიის პოლიციამ საჩოგბურთო მატჩების მანიპულირების ბრალდებით 13 პირი დააკავა. საქმე ეხება კრიმინალურ დაჯგუფებას, რომლის წევრებიც სომხეთის და ბელგიის მოქალაქეები არიან. კრიმინალთა ორგანიზებული ჯგუფი ეჭვმიტანილია საჩოგბურთო მატჩების ჩაწყობაში - კერძოდ, ეჭვმიტანილები 2014 წლიდან ცდილობდნენ ჩოგბურთელების მოსყიდვას და მიზანს არაერთ შემთხვევაში მიაღწიეს. ინფორმაცია ბელგიის პროკურატურაში დღეს დაადასტურეს.

საქმე ეხება დაბალი კლასის ჩოგბურთელების მოსყიდვას და მათი მონაწილეობით საჩოგბურთო მატჩების მანიპულირებას - სპორტსმენებს ფულის სანაცვლოდ, ძირითადად, თამაშების განგებ წაგებას სთავაზობდნენ.

აღსანიშნავია, რომ არცერთი მანიპულირებული მატჩი ტელევიზიით არ გადაიცემოდა. კრიმინალთა ჯგუფის მიზანი ძირითადად დაბალანაზღაურებადი ჩოგბურთელები იყვნენ, რომელთა მოსყიდვა ადვილია.

ეჭვმიტანილები ბელგიაში, გერმანიაში, აშშ-ში, საფრანგეთში, ბულგარეთში, სლოვაკეთსა და ჰოლანდიაში დააკავეს. “გარდა ჩოგბურთის მატჩების მანიპულირებისა, მათ ბრალად ედებათ ფულის გათეთრება და სხვადასხვა კრიმინალური აქტივობები,” - ნათქვამია ოფიციალურ განცხადებაში.

კომენტარები

ბოლო ამბები