Thumbnail
  • როგორ იხსენებს საქართველოს დინამო თბილისის ყოფილი მწვრთნელი სერგეი ბოიკო 
  • 50 წლის რუსი სპეციალისტი ქართულ ფეხბურთსა და გაგნიძის ტრანსფერზე საუბრობს 

დინამო თბილისის სამწვრთნელო შტაბის ყოფილმა წევრმა სერგეი ბოიკომ, რომელიც გუნდში გიორგი ნემსაძესთან მუშაობდა, რუსულ მედიას ვრცელი ინტერვიუ მისცა, სადაც თავის  თბილისურ კარიერაზე, ქართულ ფეხბურთსა და ფეხბურთელებზე, ასევე დინამო თბილისიდან მოსკოვის დინამოში ლუკა გაგნიძის ტრანსფერზე ისაუბრა. ამასთან, 50 წლის რუსმა სპეციალისტმა აღნიშნა, რომ საქართველოს დატოვება თბილისში ვლადიმირ პოზნერის სტუმრობისა და მისგან გამოწვეული პროტესტის შემდეგ გადაწყვიტა. 

...დინამო თბილისსა და საქართველოდან წასვლაზე. "დინამო თბილისი 2021 წელს ცნობილმა ფეხბურთელმა გიორგი ნემსაძემ ჩაიბრა. დინამომ თხოვნით მომმართა, რათა სამწვრთნელო შტაბში ვყოფილიყავი და მეც წინადადება მივიღე. ერთად 14 ტური გავიარეთ, მაგრამ შემდეგ ვლადივასტოკში წავედი…

თბილისში ჩემს მიმართ დამოკიდებულება ბრწყინვალე იყო. ყოფითი პრობლემები არ მქონია, მაგრამ შემდეგ იყო პოზნერთან დაკავშირებული შემთხვევა, როდესაც ის საქართველოში დაბადების დღის აღსანიშნავად ჩამოვიდა. სასტუმროს, სადაც იმყოფებოდა, კვერცხები დაუშინეს, ქუჩებში საპროტესტო აქციები გაიმართა. საქართველოს დატოვება ამის შემდეგ გადავწყვიტე, ორი კვირის შემდეგ კი მიწვევა ვლადივასტოკის დინამოდან მივიღე…

ჩემი ეროვნებიდან გამომდინარე, საქართველოში იყო ერთი პრობლემა. აბსოლუტურად გულგრილი ვარ ალკოჰოლისა და ხორცეულის მიმართ, რაც საქართველოში დანაშაულია. ისინი ყველგან მეპატიჟებოდნენ, მე კი მხოლოდ ყავას ვსვამ, მივირთმევ ჩიზქეიქს და მორჩა. ისე კი, არავითარი პრობლემა მქონია, ყველანი კარგად მეპყრობოდნენ.

დინამო თბილისის პრეზიდენტის, რომან ფიფას მიმართ მხოლოდ სამადლობელი სიტყვების თქმა შემიძლია. სურდათ, რომ დავრჩენილიყავი, მაგრამ ამავდროულად, ყველაფერი ამინაზღაურეს, წინასწარ ორი თვის ხელფასიც კი მომცეს, მიუხედავად იმისა, რომ კონტრაქტი ჩემი ინიციატივით გავწყვიტეთ. მეგობრებად დავრჩით და აქამდე ვურთიერთობთ".

...საქართველოს ჩემპიონატზე. "თავისებური, მაგრამ საინტერესოა. საფეხბურთო სისწრაფეებით ნელია და სომხეთის ჩემპიონატს შევადარებდი. საქართველოში ფეხბურთელების ხარისხი მაღალია, ბევრი კარგი ლეგიონერია, მაგრამ უშუალოდ ფეხბურთი ნელია. არსად ეჩქარებათ და ამ ვითარების შეცვლაც ძალიან ძნელია. ჯამში, საქართველოში ფეხბურთელები უფრო ბევრს დარბიან, ვიდრე სომხეთში, მაგრამ პრობლემა სწრაფ მოქმედებებშია. ქართველებს პრობლემა უშუალოდ სპრინტსა და აჩქარებაში აქვთ".

ლუკა გაგნიძე მოსკოვის დინამოდან იჯარით ურალში გამოდის

...ლუკა გაგნიძეზე. "დინამო თბილისში მისლვისთანავე, კლუბის აკადემიის გუნდების თამაშს დავესწარი. დინამოს დუბლებში ვნახე, როგორ თამაშობდა ლუკა. მაშინვე ვიკითხე, ვინ იყო ეს ბიჭი. მითხრეს, რომ ის ახალგაზრდულშიც კი არ ყოფილა გამოძახებული. მოვითხოვე, რომ მეორე დღიდანვე ძირითადი გუნდის ვარჯიშზე გამოცხადებულიყო. და აი, აქედან დაიწყო ყველაფერი. 

მას ძალიან ოპერატიული აზროვნება აქვს, სწრაფად იღებს გადაწყვეტილებას. კარგია ბურთით. ფეხბურთელების უმეტესობა ფიქრშიც არ გაივლებს იმას, რასაც ის ასრულებს. ერთადერთი, მას ბურთთან მოქმედებაში სისწრაფის მომატება სჭირდება. ჩემი აზრით, ცოტა მეტხანს აყოვნებს, თუმცა ერთია, როცა საქართველოში თამაშობ და მეორე - რუსეთში. გინდა-არგინდა, რუსეთში ვითარება გაიძულებს, სწრაფად იმოქმედო და აქამდე მიხვალ. მაგრამ ეჭვგარეშეა, რომ ის არაორდინარული ფეხბურთელია.

რატომ არ იძახებენ ნაკრებში? შესაძლოა იმის გამო, რომ ათლეტური აღნაგობის არ არის და ძალისმიერ ფეხბურთს ვერ აჩვენებს. საქართველოშიც, როგორც რუსეთში, ყველასგან შედეგს ითხოვენ და ალბათ ამის გამო ვერ ამჩევდნენ. დინამო 2-შიც მისი, როგორც ფეხბურთელის მიმართ, ყველას კარგი დამოკიდებულება ჰქონდა, მაგრამ ვერავინ ხედავდა მის ადგილს უმაღლეს ლიგასა თუ პრემიერლიგაში. მაგრამ შემდეგ მან ძირითადში 15 მატჩი ჩაატარა და მაშინვე რუსეთის პრემიერლიგაში წავიდა. 

რაც შეეხება მოსკოვის დინამოში მის ტრანსფერს, რუს აგენტებს ვთხოვე, ყურადღება მიექციათ ამ ფეხბურთელისთვის. ისინიც ჩამოვიდნენ თბილისში, ნახეს ლუკა, დაელაპარაკნენ პრეზიდენტს, შეათანხმეს პირობები და გარიგებაც შედგა. რაც შეეხება ამ ტრანსფერში ჩემს სარგებელს, ჩემი ბონუსი მოთამაშის მომზადების რეკლამირებაა. საფეხბურთო სამყაროში იშვიათად რამე იმალება". 

კომენტარები

ბოლო ამბები