Thumbnail

საქართველოს ნაკრების ნახევარმცველ ხვიჩა კვარაცხელიას ბოლო პერიოდში რამდენიმე ინგლისურ კლუბს უკავშირებენ, რუბინის გენერალურმა დირექტორმა რუსტემ საიმანოვმა კი ამ საკითხზე კომენტარი პირველად გააკეთა.

ყაზანელთა მენეჯერმა თქვა, რომ ხვიჩა რჩება, მაგრამ ისიც დასძინა, რომ სარფიანი წინადადების შემთხვევაში, უარის თქმა გაუჭირდებათ:

"ხვიჩა რჩება. რა მოხდება თუ 20 მილიონს შემოგვთავაზებენ? უარს ვერ ვიტყვი", - ციტირებს საიმანოვის სიტყვებს რუსული მედია.

კვარაცხელიას სამ ინგლისურ კლუბს უკავშირებენ

კვარაცხელიას რუბინთან კონტრაქტი 2024 წლის 30 ივნისამდე აქვს გაფორმებული. Transfermarkt მას 18 მილიონ ევროდ აფასებს. მიმდინარე სეზონში ქართველმა შემტევმა ყაზანური გუნდის მაისურით ჩატარებულ 17 მატჩში 1 გოლი და 3 საგოლე პასი მიითვალა.

სამაგიეროდ, ხვიჩამ საქართველოსა და შვედეთის ნაკრებთა მატჩში გაიბრწყინა და ლოგიკურია, რომ ევროპული კლუბების ინტერესი არ განელებულა. შეგახსენებთ, რომ ზამთრის სატრანსფერო ფანჯარა 1 იანვარს გაიხსნება.

კომენტარები

ბოლო ამბები