Thumbnail

მორაგბეებმა სტიქიისგან დაზარალებული რუსთავის სტადიონი დაასუფთავეს

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • რუსთავში მომხდარმა სტიქიამ სარაგბო სტადიონი დააზიანა
  • ხარების მორაგბეებმა სტადიონი დაასუფთავეს

2 ივნისს ძლიერმა წვიმამ რუსთავში ცენტრალური გზები და შიდა ეზოები დატბორა. უხვი ნალექის შედეგად ქალაქში გადაადგილების პრობლემა შეიქმნა. დაზიანდა რუსთავის სარაგბო სტადიონიც, რომლის გაწმენდაში მონაწილეობა რუსთავის ხარების მორაგბეებმა მიიღეს.

სტიქიის დასრულების შემდეგ, რუსთაველმა მორაგბეებმა სტადიონის დალაგებაში დიდი წვლილი შეიტანეს. რუსთავის ხარები შარშან დაბრუნდა უმაღლეს ლიგაში და პლეი ოფში გასვლაც მოახერხა. რუსთაველები სწორედ ამ სტადიონზე თამაშობენ. იმედია, სტიქიისგან მიყენებული ზარალი დიდი არ იქნება.

რუსთავის "ხარები"...😍 როგორც იცით, 2 ივნისს რუსთავში მომხდარი სტიქია რაგბის სტადიონსაც შეეხო.. რუსთაველი მორაგბეები აქტიურად ჩაერთვნენ გაწმენდით სამუშაოებში... #მისაბაძები🏉

Posted by რუსთავის "ხარები" / Rustavis "Kharebi" on ორშაბათი, 04 ივნისი, 2018

კომენტარები

ბოლო ამბები