Thumbnail

GAMING | ნეიმარი Facebook Gaming-ის პლატფორმას შეუერთდა და სტრიმერი გახდა

ვასილ ჩავლეშვილი პროფილის ფოტო
ვასილ ჩავლეშვილი
  • 'ეს ჩემი ერთ-ერთი ყველაზე დიდი გატაცებაა'
  • ნეიმარის ცხოვრებაში გეიმინგს დიდი ადგილი უჭირავს

ცნობილი ამბავია, რომ ბრაზილიელი ფეხბურთელი ნეიმარი ვიდეო თამაშების დიდი მოყვარულია. ფეხბურთის გულშემატკივრებს ისიც კარგად ეცოდინებათ, რომ პსჟ-ს ვარსკვლავი ტრავმებისკენაა მიდრეკილი. შესაბამისად, როდესაც ლაზარეთში ხვდება, დროს კომპიუტერულ თამაშებს უთმობს, თანაც ეს საქმე ძალიან კარგად გამოსდის.

ახლახანს გაირკვა, რომ ბრაზილიელი სუპერვარსკვლავი Facebook Gaming-ის პლატფორმას შეუერთდა. შესაბამისად, ის სტრიმერი გახდა, თვეში რამდენჯერმე სტრიმებს გადაიღებს და გააშუქებს. ცხადია, Facebook Gaming-მა ამ ნაბიჯით უპირატესობა მოიპოვა თავის კონკურენტებთან - YouTube-თანა და Twitch-თან. 

O pai tá on no Facebook Gaming 🎮⚽️

O pai tá on oficialmente no Facebook Gaming! 😎🔥


ნეიმარის პირველი ოფიციალური პირდაპირი ტრანსლაცია 17 დეკემბერს 11:00 საათზე შედგა. ის გულშემატკივრებს სტრიმზე აქამდეც უნახავთ. მანამდე ნეიმარი Twitch-ის სტრიმინგზე გამოჩნდა, სადაც Counter-Strike: Global Offensive-ს თამაშობდა.

“ძალიან ბედნიერი ვარ Facebook Gaming-თან პარტნიორობით. სათამაშო სამყარო ფეხბურთის შემდეგ, ჩემი ერთ-ერთი ყველაზე დიდი გატაცებაა” - განაცხადა ბრაზილიელმა პირველი სტრიმის შემდეგ.

“მოხარულები ვართ და მივესალმებით ნეიმარის Facebook Gaming-თან თანამშრომლობას, სადაც მას თამაშის მეშვეობით, შესაძლებლობა ექნება დაუკავშირდეს მსოფლიოში მის ფანებსაც. ფეხბურთის მსგავსად, ადამიანებს გეიმინგიც აერთიანებს” - აღნიშნა Facebook Gaming-ის სტრატეგიული პარტნიორობის მენეჯერმა უილიამ პიმენტამ. 

კომენტარები

ბოლო ამბები