Thumbnail
  • ბასკონია 86:61 ბარსელონა
  • თორნიკე შენგელია - 13 ქულა 17 წუთში

ესპანეთის ACB ლიგის პლეი ოფის პირველ ნახევარფინალურ მატჩში თორნიკე შენგელიას ბასკონიამ 25-ქულიანი სხვაობით დაამარცხა ბარსელონა - 86:61. 

ქართველმა კაპიტანმა 17 წუთში 13 ქულა, 5 მოხსნა, 1 პასი და 1 დაფარება მიითვალა. ქულებით იგი მატჩის თანაბორმბარდირი გახდა.

ბასკონიამ ისე კარგად ითამაშა დაცვაში ფარქვეშ, რომ კატალონიელებს მოგების შანსი საერთოდ არ ჰქონიათ. ნახევარფინალური სერიის მეორე მატჩი 6 ივნისს ისევ ქალაქ ვიტორიაში გაიმართება. 

კომენტარები

ბოლო ამბები