Thumbnail

ობამეიანგის წასვლა თითქმის გადაწყვეტილია - ვინ ელოდება გაბონელს

  • არსენალს ობამეიანგის გაშვება სურს
  • გაბონელს კონტრაქტის მხოლოდ 18 თვე დარჩა
  • ობამეიანგის გადაყვანა ბარსელონას სურს

ობამეიანგს არსენალთან ურთიერთობა გაუფუჭდა. გაბონელს გუნდის კაპიტნობა ჩამოართვეს და აღარ ათამაშებენ. გარდა ამისა, მას გუნდთან მხოლოდ 18-თვიანი კონტრაქტი დარჩა და არსენალს მისი გაყიდვა თუ სურს, ყველაზე ხელსაყრელი დრო სწორედ ახლაა. რაც უფრო მეტი დრო გავა, მისი ფასი მხოლოდ დაიკლებს.

ბრიტანული პრესის ცნობით, არსენალი ობამეიანგის გაყიდვას ამ ზამთარშივე აპირებს. მისი ყველაზე რეალისტური მსურველი ბარსელონაა.

კატალონელებს ბიუჯეტში აგუეროს ფეხბურთიდან წასვლის შემდეგ თანხები გამოუთავისუფლდათ და ფინანსური კრიზისის მიუხედავად, შეუძლიათ ახალი მოთამაშე შემტევ ხაზში დაიმატონ.

პრობლემა მხოლოდ ის შეიძლება იყოს, თუ სატრანსფერო თანხაზე რამდენად მოილაპარაკებენ კლუბები. ობამეიანგის სანაცვლოდ არსენალს დაახლოებით 20 მილიონის მიღება სურს, ბარსელონას კი მისი თხოვება უნდა, ან უფრო მცირე თანხის გადახდის სურვილი აქვს.

კომენტარები

ბოლო ამბები