Thumbnail
  • IJF-მ წლის შემაჯამებელ ცერემონიალზე საუკეთესოები დაასახელა
  • წლის საუკეთესო მამაკაცი ძიუდოისტი და 'ამომავალი ვარსკვლავი' ქართველია

ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის (IJF) ცერემონიალზე ლაშა შავდათუაშვილი ვაჟთა შორის წლის საუკეთესო ძიუდოისტად აირჩიეს. ტიტულისთვის 5 ძიუდოისტი იბრძოდა. ლაშას გარდა ნომინანტები იყვნენ: ჰიფუმი აბე (იაპონია), ჟორჟე ფონსეკა (პორტუგალია), მატიას კასე (ბელგია) და ლუკაშ კრპალეკი (ჩეხეთი). 

გაიმარჯვა შავდათუაშვილმა, რომელმაც წლეულს ოლიმპიური ვერცხლი და მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.

ლაშა შავდათუაშვილი: "ძალიან დიდი მადლობა, ბედნიერი ვარ, რომ მივაღწიე ამ წარმატებას. მადლობა გულშემატკივარს. სპორტი გულშემატკივრის გარეშე არ არსებობს. მადლობა მხარდაჭერისთვის. ჩემთვის ეს დიდი სტიმულია, რომ მომავალშიც უამრავი წარმატება და სიხარული მოგიტანოთ.

მადლობა IJF-ს წარდგენისთვის. წელს ჩემთვის საუკეთესო წელიწადი იყო. უზომოდ ბედნიერი ვარ, რომ უკვე სამივე დიდი ტიტული მაქვს: ვარ ოლიმპიური ჩემპიონი, მსოფლიოს ჩემპიონი და ევროპის ჩემპიონი. აგრეთვე, ოლიმპიურ თამაშებზე ვერცხლი მოვიპოვე და ახლა სამივე სინჯის მედალი მაქვს. მადლობა ძიუდოს გულშემატკივრებს ჩემი მხარდაჭერისთვის". 

IJF-ის ცერემონიალზე ქართველ ძიუდოისტებს კიდევ ერთი ტიტული ხვდა წილად: წლის ამომავალი ვარსკვლავი გახდა ილია სულამანიძე გახდა.  

კომენტარები

ბოლო ამბები