Thumbnail
  • ფუენლაბრადა 104:96 (ოვერტაიმი) ტენერიფე
  • გიორგი შერმადინი: 15 ქულა, 6 მოხსნა, 3 პასი

ACB ლიგის მე-14 ტურში გიორგი შერმადინის ლეონოვო ტენერიფე ურბას ფუენლაბრადას ესტუმრა და ოვერტაიმში დამარცხდა - 96:104. ძირითადი დრო 91:91 დასრულდა, მაგრამ კანარის კუნძულელებმა ოვერტაიმში მხოლოდ 5 ქულის ჩაგდება მოახერხეს. 

გიორგი შერმადინი სასტარტო ხუთეულში იყო, ესპანეთის ჩემპიონატის გასული სეზონის საუკეთესო კალათბურთელმა 28:39 წუთი ითამაშა. მან ტენერიფეს 15 ქულა მოუტანა (7-დან 4 ორქულიანი და 8-დან 7 საჯარიმო), მის ანგარიშზეა გუნდში საუკეთესო 6 მოხსნა, 3 პასი, 2 ჩაჭრა და 1 ბლოკ-შოტი. მარგი ქმედების კოეფიციენტით - 22 - ის გუნდში მეორე იყო. ტენერიფეს 8-6 ბალანსი აქვს და მე-5 პოზიციაზეა. ჩემპიონატში შერმადინის გუნდმა ზედიზედ სამი მატჩი დათმო, აქედან ორი ოვერტაიმში. 29 დეკემბერს ტენერიფე ვალენსიას უმასპინძლებს. 

კომენტარები

ბოლო ამბები