Thumbnail

ხუთი ქართველი მორაგბე ბრივში | Pro D2-ის კლუბმა ლუკა გოგინავა დაიმატა

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი
  • 21 წლის ლუკა გოგინავა ბრივში ითამაშებს
  • ხუთი ქართველი ბრივში

Pro D2 დივიზიონში ელიტიდან გავარდნილმა ბრივმა კიდევ ერთი ქართველი მორაგბე დაიმატა - რასინგიდან ბრივში გააგრძელებს კარიერას 21 წლის ბურჯი ლუკა გოგინავა. 

გოგინავა რასინგში 2016 წელს ჩაირიცხა. შეგახსენებთ, რომ ახლახან ბრივთან ხელშეკრულება კარლენ ასიეშვილმა გაახანგრძლივა. ახალ სეზონში ბრივის რიგებში ასევე ითამაშებს ოთარ გიორგაძე, ხოლო სოსო ბეკოშვილი და ვასილ ლობჟანიძე ისედაც ამ კლუბში ირიცხებიან. 

შეგახსენებთ, რომ ბრივმა ტოპ-14-ის გათამაშებაში ბოლო ადგილი დაიკავა და ელიტას დაემშვიდობა.

კომენტარები

ბოლო ამბები