Thumbnail

წელს საუკეთესო სეზონი ჰქონდა - დინამომ უკრაინელი შემტევი დაიმატა

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • დინამო თბილისის ღირსებას უკრაინელი სტანისლავ ბილენკი დაიცავს
  • სტანისლავი დონეცკის შახტარისა და დონეცკის ოლიმპიკის აღზრდილია

დინამო თბილისმა, 23 წლის შემტევი, უკრაინელი სტანისლავ ბილენკი დაიმატა. სტანისლავი დონეცკის შახტარისა და დონეცკის ოლიმპიკის საფეხბურთო სკოლების აღზრდილია.

უკრაინელ მოთამაშეს 2021 წელს კარიერის საუკეთესო სეზონი ჰქონდა. სტანისლავი ბრესტის დინამოს ღირსებას იცავდა. მან 27 შეხვედრაში 13 გოლის გატანა მოახერხა და 4 საგოლე გადაცემა მიითვალა. უკრაინელი ბელარუსის ჩემპიონატის ბომბარდირთა დავაში მესამე ადგილზე გავიდა. ბილენკიმ ბრესტის რუხთან და მინსკთან დუბლები შეასრულა.

უკრაინელ ფეხბურთელს დონეცკის ოლიმპიკში, დუნაისკა სტრედაში, ზაგლებიესა და რუხში უთამაშია. მან თბილისურ კლუბთან 2+1 სისტემით კონტრაქტი გააფორმა.

კომენტარები

ბოლო ამბები