Thumbnail

ხელშეკრულება ორმხრივად გაუქმდება - ერიკსენი ინტერს დატოვებს

ლუკა ჩეკურაშვილი პროფილის ფოტო
ლუკა ჩეკურაშვილი
  • კრისტიან ერიკსენს სერია A-ში თამაშის უფლება არ აქვს
  • დანიელმა ფეხბურთელმა ვარჯიში თვის დასაწყისში განაახლა 

კრისტიან ერიკსენი მილანის ინტერთან კონტრაქტს უახლოეს პერიოდში გაწყვეტს. სავარაუდოდ ეს ოფიციალურად სულ მალე დადასტურდება. ხელშეკრულება ორმხრივად გაუქმდება, რადგან დანიელ ფეხბურთელს სერია A-ში თამაშის უფლება არ აქვს.

ერიკსენმა 12 ივნისს, ევროპის ჩემპიონატზე, დანიისა და ფინეთის შეხვედრაში გულის შეტევა მიიღო, რის გამოც კარდიოვერტერ-დეფიბრილატორის იმპლანტანტი ჩაუდგეს. იტალიაში კი მოქმედებს სპეციალური სამედიცინო პროტოკოლი, რომლის თანახმად, პირებს, რომლებსაც კარდიოსტიმულატორი უდგათ, ეკრძალებათ სპორტის კონტაქტური სახეობებით დაკავება. თუკი 29 წლის ფეხბირთელს კარიერის გაგრძელება სურს, იტალია უნდა დატოვოს.

ერიკსენი იტალიის ჩემპიონს უახლოეს მომავალში დატოვებს

თუ კრისტიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელი იქნებოდა, სერია A-ში თანახმა იყვნენ, რომ მას კარიერა ინტერში გაეგრძელებინა, თუმცა ამ შემთხვევაში ნახევარმცველს კარდიოსტიმულატორი უნდა ამოეღო, რაც ცხადია, ერიკსენს არ სურს.

რა იქნება მომავალში? ერიკსენმა დეკემბრის დასაწყისში ოდენსეს ბაზაზე (კრისტიანის ბავშვობის კლუბი) ინდივიდუალურად ვარჯიში და ფორმის აღდგენა დაიწყო. დანიელის სახელს ტოტენჰემს უკავშირებდნენ, საიდანაც ის იტალიის ჩემპიონში გადავიდა, თუმცა ეს ჭორები გაქარწყლდა.

კიდევ ერთი ვარიანტი ამსტერდამის აიაქსია. ერიკსენი ნიდერლანდურ კლუბში ინგლისში გადასვლამდე თამაშობდა. პრემიერლიგასა და ერედივიზიეში თამაშის ინტენსიური ტემპია, ამ ლიგებში არსებული დატვირთვა კი შესაძლოა დანიელი ფეხბურთელის ჯანმრთელობისთვის საზიანო იყოს. სწორედ ამიტომ ვარაუდობენ, რომ კრისტიანი კარიერას სამშობლოში გააგრძელებს.

კომენტარები

ბოლო ამბები