Thumbnail

არტურ გალოიანი გიორგი ჩაკვეტაძის ნაცვლად - გენტი ტრანსფერზე მუშაობს

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • რუსული სპორტული მედია ჩვენთვის საინტერესო ინფორმაციას ავრცელებს
  • გიორგი ჩაკვეტაძე ზამთარში ბელგიური კლუბის დატოვებასთან ახლოსაა
  • 22 წლის შემტევ ნახევარმცველს ვარიანტები ევროპის ტოპლიგებიდან აქვს

რუსული მედია ირწმუნება, რომ ბელგიური გენტი გიორგი ჩაკვეტაძესთან გამომშვიდობებას აპირებს და მის ნაცვლად გუნდის არტურ გალოიანით გაძლიერებას აპირებს. 

Матч ТВ-ის ცნობით, სომხური წარმომავლობის მქონე 22 წლის ნახევარმცველი, რომელიც რუსეთის მოქალაქეა და ამ ქვეყნის პირველი ლიგის ველესში გამოდის, ბელგიაში გადაბარგებასთან ახლოსაა. წყარო წერს, რომ ჩაკვეტაძეს რამდენიმე კარგი წინადადება აქვს ევროპული ტოპლიგებიდან და დიდი ალბათობით, კლუბს ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში შეიცვლის. 

როგორც ირკვევა, ამჟამად ბელგიურ და რუსულ კლუბებს შორის ტრანსფერზე მოლაპარაკება მიმდინარეობს. 

საქართველოს ნაკრების ნახევარმცველმა შესაძლოა ზამთარში კლუბი შეიცვალოს

გიორგი ჩაკვეტაძე ბელგიაში სათამაშოდ თბილისის დინამოდან 2017 წლის აგვისტოში გადაბარგდა, მაგრამ ნიჭის გამოვლენაში ხელი ხშირმა ტრავმებმა შეუშალა. 22 წლის შემტევმა ნახევარმცველმა მიმდინარე სეზონში ბელგიური კლუბის ღირსება ყველა ტურნირის 15 მატჩში ითამაშა, 1 გოლი გაიტანა და 5 საგოლე პასი მიითვალა. 

ბოლო დროს ჩაკვეტაძეს უნდობლობას უცხადებს გენტის მთავარი მწვრთნელი ჰეინ ვანჰეზებრუკი, რომელმაც გიორგი არც მეხელენთან ჟუპილერ ლიგის მე-19 ტურის მატჩის განაცხადში შეიყვანა.

კომენტარები

ბოლო ამბები