Thumbnail

გიორგი შერმადინი ლენოვო ტენერიფეში მესამე სეზონს ატარებს და კლუბის ისტორიაში გამორჩეული მოთამაშის სტატუსს იძენს. 32 წლის ქართველი ცენტრი, ესპანეთის ჩემპიონატის მატჩებში მიღებული სარგებლიანობის ჯამური კოეფიციენტის მიხედვით, ტენერიფეს ისტორიაში მესამე საუკეთესო კალათბურთელი გახდა. 

კანარებზე გატარებული ორნახევარი წლის განმავლობაში გიორგის ჯამურმა კოეფიციენტმა 1612 ბალი შეადგინა. ბოლო მატჩის შემდეგ, შერმადინმა კლუბის ლეგენდა ნიკო რიხოტის აჯობა და ამჟამად მესამე პოზიციაზეა. პირველ-მეორე ადგილებზე ხავიერ ბეირანი (1879 ბალი) და ხერმან გონსალესი (1873) არიან.

ქართველმა კალათბურთელმა ლენოვო ტენერიფეში გატარებულ პირველ, 2019-2020 წლების სეზონში, LIGA ENDESA-ში 25 მატჩი ჩაატარა, სადაც საშუალოდ თამაშში 22,6 ბალს იმსახურებდა. გასულ, 2020/2021 წლების სეზონი გიოსთვის საუკეთესო იყო - 910 ბალი 41 მატჩში. მიმდინარეში შერმადინს ჯანმრთელობის პრობლემების გამო 5 მატჩის გამოტოვება მოუხდა, ლიგაში ჩატარებულ 8 შეხვედრაში კი 137 ბალი მიიღო - საშუალოდ 17.1 თამაშში. 

სხვათა შორის, გასულ უქმეებზე ბარსელონასთან მატჩში, რომელიც ტენერიფემ ანგარიშით 60:75 დათმო, სარგებლიანობის კოეფიციენტი გიოს ორივე გუნდის შემადგენლობაში საუკეთესო ჰქონდა - 23. ამას გარდა, ქართველმა კალათბურთელმა თამაშში, რომელიც 17 ქულით დაასრულა, სეზონის მე-100 ქულაც მიითვალა.

შერმადინი წინა სეზონში ესპანეთის ჩემპიონატის MVP გახდა

ლენოვო ტენერიფეს 8 მოგება და 5 მარცხი მოუგროვდა და ესპანეთის ჩემპიონატში მე-5 ადგილზეა, მომდევნო მატჩს კი 18 დეკემბერს, სტუმრად ფუენლაბრადასთან ჩაატარებს.

კომენტარები

ბოლო ამბები