Thumbnail
  • კარგი ამბავი ეგვიპტის ნაკრებისთვის
  • მოჰამედ სალაჰი მსოფლიოს ჩემპიონატის განაცხადშია
  • მოასწრებს მო რუსეთთან მატჩამდე გამოჯანმრთელებას?

როგორც მოსალოდნელი იყო, მოჰამედ სალაჰი ეგვიპტის ნაკრების საბოლოო, 23-კაციან განაცხადშია, რაც იმას ნიშნავს, რომ მსოფლიოს ჩემპიონატზე გუნდთან ერთად გაემგზავრება. მიუხედავად იმისა, რომ ჯერ კიდევ არავინ იცის, მოასწრებს თუ არა სალაჰი ჯგუფური ეტაპის მეორე ტურის მატჩამდე გამოჯანმრთელებას (პირველ შეხვედრას აუცილებლად გამოტოვებს), გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ექტორ რაუპ კუპერმა ის საბოლოო განაცხადში მაინც შეიყვანა. ოფიციალურად დადასტურებული ინფორმაციით, სალაჰი 9 ივნისამდე გუნდთან ერთად არ ივარჯიშებს.

ეგვიპტის ნაკრების მთავარი მწვრთნელი ექტორ რაულ კუპერია

შეგახსენებთ, რომ სალაჰი ჩემპიონთა ლიგის ფინალის შემდეგ ტრავმირებულია. ექიმები ყველაფერს აკეთებენ იმისათვის, რომ მომ რუსეთთან მატჩამდე გამოჯანმრთელება მოასწროს. შეგახსენებთ, რომ პირველ ტურში ეგვიპტე ურუგვაის ნაკრებს დაუპირისპირდება (15 ივნისს) და სალაჰი ამ შეხვედრას აუცილებლად გამოტოვებს. მეორე ტურში, 19 ივნისს კუპერის გუნდი რუსეთს ხვდება, მესამე ტურში კი - საუდის არაბეთს (25 ივნისს).

ეგვიპტის ნაკრების საბოლოო შემადგენლობა

მეკარეები: ესამ ელ ჰადარი (ალ ტაავოუნი), მოჰამედ ელ-შენავი (ალ აჰლი), შერიფ ეკრამი (ალ აჰლი).

მცველები: აჰმედ ფათი, საად სამირი, აიმან აშრაფი (სამივე ალ აჰლი), მოჰამედ აბდელ-შაფი (ალ ფატე), აჰმედ ჰეგაზი, ალი გაბრი (ორივე ვესტ ბრომვიჩი), აჰმედ ელმოჰამედი (ასტონ ვილა), ომარ გაბერი (ლოს ანჯელესი), მაჰმუდ ჰამდი (ზამალეკი).

ნახევარმცველები: ტარეკ ჰამედი (ზამალეკი), აბდალა საიდი (კუოპიონი), სემ მორსი (უიგანი), მოჰამედ ელნენი (არსენალი), რამადან სობჰი (სტოკი), მაჰმუდ ჰასან “ტრეზეგე” (ქასიმფაშა), ამრ ვარდა (ატრომიტოსი), რამადან სობჰი (სტოკი), მაჰმუდ აბდელ-მონეიმი (იტიჰადი).

თავდამსხმელები: მოჰამედ სალაჰი (ლივერპული), მარვან მოსენი (ალ აჰლი)

P.S. სხვა გუნდების შემადგენლობები ნახეთ ამ ბმულზე.

კომენტარები

ბოლო ამბები